Monday, May 9, 2022

განბაჟების ზღვარის ცვლილება 700 ლარამდე!

ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ მომხმარებელთა მხარდაჭერის მიზნით, USA2GEORGIA-ს მიზანშეწონილად მიაჩნია წამოიწყოს კამპანია - შეძენილი პროდუქციის განბაჟების 300 ლარიანი ზღვარის 700 ლარამდე გაზრდის მოთხოვნით. 

როგორც ცნობილია, სხვადასხვა ქვეყნის ონლაინ მაღაზიებში შეძენილი ხარისხიანი ნივთის ღირებულება თუკი - 90 აშშ დოლარს აღემატება, სავალდებულოა მომხმარებლის მიერ საქართველოს შემოსავლების სამსახურში დეკლარირება, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის მიზნით, რაც შეადგენს 18%-ს და მომხმარებელს მნიშვნელოვნად უზრდის ონლაინ-შეძენისას გაწეულ ხარჯს.

უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მატებამ ლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 300 ლარიან ზღვარზე და მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს.

ამიტომ, ჩვენი კომპანია აპირებს მიმართოს სამთავრობო და საპარლამენტო სამსახურებს 300 ლარიანი განბაჟების ზღვარის 700 ლარამდე გაზრდის მოთხოვნით, რისთვისაც გვესაჭიროება - მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ნების გამოხატვა. 

გთხოვთ, გამოიჩინოთ ინტერაქტიულობა და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია - 300 ლარიანი განბაჟების ზღვარის 700 ლარამდე გაზრდის შესახებ.

<< იხილეთ ავტორიზაციის ბმული >>