Tuesday, May 17, 2022

ავია-საწვავზე ფასები 100%-ით და მეტით გაიზარდა!

მეგობრებო, USA2GEORGIA - 14 წელია ოპერირებს ბაზარზე, თქვენგან უმეტესობა - პირველივე დღეებიდან მოგვყვებით ერთგულად და კარგად იცით - საიდან დავიწყეთ ერთად და სად მოვედით 14 წლის მანძილზე. 

გასული 14 წლის განმავლობაში, ერთგულ მომხმარებელს ყოველთვის დიდი მოლოდინი ჰქონდა USA2GEORGIA-სგან, რადგან მუდამ ვთავაზობდით სერვისის განვითარებისთვის ინოვაციურ იდეებს.

საქართველოში პირველებმა დავნერგეთ თვითმომსახურების ტერმინალები. მრავალი წელი ვმუშაობდით იმ საკითხზეც, რომ ზედმეტი ბიუროკრატიისგან დაგვეცვა ერთგული მომხმარებლები, რა მასშტაბის საშუალებასაც კანონი გვაძლევდა. დიდი ბრძოლის შედეგად კი - სახელმწიფო სტრუქტურებთან ჩვენი უშუალო ჩართულობით, შეიქმნა გამარტივებული საბაჟო დეკლარირების პროცედურა და დისტანციური განბაჟება.

პირველად საქართველოში, განვახორციელეთ ლოქერების პროექტი, რომლის სერვისსაც წელს უპრეცედენტოდ ფართო გეოგრაფიულ მასშტაბზე შემოგთავაზებთ.

შესაძლოა, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ რეგიონული მასშტაბით აქამდე სერვის-ცენტრების განვითარება ვერ მოხერხდა და გემსახურებით მხოლოდ რეგიონული საკურიერო სერვისით, დიახ, ვერ მოხერხდა, რადგან კომპანია სტრატეგიული განვითარების თითოეულ ეტაპზე პრიორიტეტულ საკითხებს მიჰყვება, არსებული მატერიალური/ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. 

პრიორიტეტული საკითხი კი წლების განმავლობაში აშშ-ს საწყობის ტექნოლოგიური დახვეწა და ზრდა იყო. შედეგად კი მივიღეთ აშშ-ს საწყობის მთლიანი ავტომატიზება, რაც უზრუნველყოფს ურიცხვი რაოდენობის ამანათების მიღების, დახარისხებისა და საქართველოში ტვირთების სწრაფად გამოგზავნის პროცესს (იხ. ვიდეო-ექსკურსი).

დაარსების დღიდან კომპანია რეინვესტირების პროცესშია. მცირე ფულადი რესურსის გაჩენისთანავე იხვეწება სერვისი, ტექნოლოგიური სიახლეების ფეხდაფეხ კი საფოსტო ინფრასტრუქტურის ავტომატიზება ხდება.

წლების განმავლობაში კომპანიას სარეკლამო ბიუჯეტი არ ჰქონდა, მოგეხსენებათ, USA2GEORGIA - ს რეკლამა მხოლოდ - მაღალი სტანდარტის მომსახურება იყო!

ჩვენი კომპანია 100%-ით ქართულია და  გვეამაყება, რომ სწორედ, ქართული სერვისი უწევს კონკურენციას ადგილობრივ დონეზე -  მსოფლიო მასშტაბის გიგანტ საფოსტო კომპანიებს. მიზეზი ერთია - კომპანიაში თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები მუშაობენ! 

პირველად, 14 წლის განმავლობაში - კომპანიის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მსოფლიოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა სეგმენტში ფასების პერიოდულად ზრდის მიუხედავად, ჩვენი კომპანია პირველად ცვლის ტარიფს 14 წლიანი მეგობრობის შემდეგ. 

მსოფლიოში მიმდინარე გლობალურმა მოვლენებმა და საწვავზე ფასის ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ავია-გადაზიდვების ინდუსტრიაში. გასული წლის განმავლობაში, ავია-საწვავზე ფასი 100%-ით და მეტით გაიზარდა,
იხილეთ:  IATA - Fuel Price Monitor


ამჯერად, ავია-საწვავზე ფასის ზრდა მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა, რის გამოც, 2022 წლის 1 ივნისიდან, მომსახურების ტარიფი, 1 კგ-ზე 1 აშშ დოლარით გაიზრდება.

P.S. ძვირფასო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს განბაჟების ლიმიტის გაზრდის მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება. USA2GEORGIA ეცდება მომხმარებელთა ინტერესების დაცვას სახელისუფლებო სტრუქტურებში. ნებისმიერ ცვლილებას აღნიშნულ საკითხზე შეგატყობინებთ საინფორმაციო საშუალებებით.

ჩვენი გუნდი მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!