Tuesday, February 8, 2022

შეფერხება USPS-ში გრძელდება!

გაცნობებთ, რომ 4 თებერვლის ამანათების ნაწილი USPS ფოსტამ მოიტანა - ორშაბათს, 7 თებერვალს, დღის 3 საათზე. მომდევნო ნაწილის მოტანა კი სამშაბათს იგეგმება.

სამწუხაროდ, USPS-ში რესურსის ნაკლებობის გამო, ამანათების დახარისხება და ადგილზე მოტანა ფერხდება, თუმცა ამანათებს სტატუსი "Delivered" პარასკევს, 4 თებერვალს მიენიჭა მათ სისტემაში.

შეფერხებაა ასევე 7 თებერვლის ამანათებზეც, რომელიც USPS-ს 7 თებერვალს არ მოუტანია.

რატომ ხდება ეს?

ჩვენი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ USPS-ს უბრალოდ არ ჰყავს საკმარისი მუშა-ხელი. ვითარებას ართულებს პანდემიის თანმხლები პრობლემები, როგორიცაა პერსონალის ნაკლებობა, მძღოლებისა და სატვირთო მანქანების სიმცირე და ა.შ. 

მოგახსენებთ, რომ USA2GEORGIA-ს ათწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, დელავერში მსგავსი შეფერხება არასდროს ყოფილა. თუმცა ბოლო ორი წელია განსაკუთრებულად გართულდა ამანათების დახარისხება და დროული მოტანა USPS-ისა და Fedex-ის ფოსტების მიერ.  იმედი გვაქვს, პრობლემა მალე აღმოიფხვრება, პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ნაკისრ ვალდებულებას და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ამანათების ჩაბარებას ჩვენს მისამართზე!

სამწუხაროდ, ასევე ხშირია შუამავალი ფოსტების მიერ ამანათების სხვადასხვა მისამართზე შეცდომით დატოვების შემთხვევებიც. შეცდომების რაოდენობა ყოველდღიურად ასეულ ამანათს აჭარბებს! მსგავს ამანათებზე სტატუსი "Delivered" და ჩვენი თანამშრომლის ხელმოწერა ფიქსირდება, თუმცა ამანათი ფიზიკურად სხვა მისამართზეა ჩაბარებული. ჩვენს მიერ უკვე დაიწერა ათეული საჩივარი - როგორც USPS-ის ასევე Fedex-ის წინააღმდეგ, რათა პრობლემა მოგვარებულიყო, თუმცა კონკრეტული შედეგები ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

გთხოვთ, მსგავსი პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში გვაცნობოთ დაუყოვნებლივ. იმისათვის, რომ თქვენ არ დაკარგოთ პროდუქტში გადახდილი თანხა, ჩვენი იურიდიული სამსახური მოამზადებს ამერიკიდან ოფიციალურ წერილს, რომელიც ონლაინ-მაღაზიაში გაიგზავნება.

იმედი გვაქვს, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, შექმნილ სირთულეს სწრაფად მოვაგვარებთ!

No comments:

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com