მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ წინასაახალწლო პერიოდთან და მსოფლიოს მასშტაბით, უპრეცენდენტოდ გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო, ავია-კომპანიები მუშაობენ შეფერხებით. პარალიზებულია პრაქტიკულად ყველა ავია-კომპანია!
საქართველოს მიმართულებით დანიშნული ორიოდე სატვირთო რეისი დაფრინავს კვირაში მხოლოდ ერთხელ, თუმცა ისინი ტვირთბრუნვის რაოდენობას ვერ უმკლავდებიან და ტვირთები საქართველოში ჩამოაქვთ ნაწილ-ნაწილ. ამას დაემატა მსხვილი სავაჭრო ცენტრების ტვირთბრუნვა, რომლებმაც ასევე დაიწყეს აღნიშნული რეისებით სარგებლობა.
მოგეხსენებათ, ჩვენს კომპანიას სამწუხაროდ საკუთარი თვითმფრინავები არ ჰყავს, ამიტომ, ავია-გადაზიდვის სისწრაფე არ არის დამოკიდებული ჩვენზე.
(ასევე, გთხოვთ იხილოთ მომსახურების ხელშეკრულება, პარაგრაფი 7.4 )
სამწუხაროდ, მიმდინარე თვეში, გაგრძელდება 7-10 დღიანი შეფერხებები გარკვეულ რეისებზე, რის შესახებაც პერიოდულად განახლდება საინფორმაციო ბლოგი.
ჩვენი გუნდისთჳის წარმოუდგენლად რთულია მიმდინარე პროცესები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!