Wednesday, December 29, 2021

წინ შობაა..

მეგობრებო, ძალიან გვინდოდა ეს სტატია საახალწლო მილოცვით დაგვეწყო, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ვიწყებთ ბოდიშით, დეკემბრის თვეში შექმნილი დისკომფორტისთვის!

ძალიან კარგად გვესმის თუ რა ემოციური ფაქტორი ახლავს საახალწლო საჩუქრების მიღებას და რამდენად შესაძლებელია ამ ემოციური ფონის განელება - 31 დეკემბრის შემდეგ მიღებული საჩუქრით. 

ყოველდღიურად, მთელი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი კომპანია ასოცირდებოდეს ახალ ტექნოლოგიებთან, კომფორტთან, საიმედოობასთან. თუმცა არის ერთი ფაქტორი, რასაც ვერცერთ წელს ვერ ვცვლით და ეს არის - პარტნიორი ავიაკომპანიები, რომლებიც თავიანთი გრაფიკით მუშაობენ და გლობალური კრიზისების ფეხდაფეხ ცვლიან გეგმებს. 

მოგეხსენებათ, ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით, პირდაპირი ფრენები არ სრულდება. ხოლო, იმ ორიოდე სატვირთო რეისს, რომელიც საქართველოში ევროპისა და აზიის გავლით დაფრინავს, დაგვიანებები და განრიგის უზუსტობები ახლავს თან.

განსაკუთრებული მობილიზებითა და ენთუზიაზმით მივიღეთ დიდი რაოდენობის ტვირთი, რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით, სწრაფად დავახარისხეთ და გამოვგზავნეთ ტრანზიტულ ქვეყანაში, თუმცა ტვირთი მაინც გაჩერდა, განაწილდა და არაპროგნოზირებადი გრაფიკით გამოიგზავნა საქართველოში. 

წარმოიდგინეთ, მხოლოდ ავიალაინერის დაჯდომის შემდეგ იგებს ჩვენი კომპანია თუ რომელი ტვირთი ჩამოფრინდა, მომხმარებლებისთვის შეტყობინების გაგზავნის დროც არ გვრჩება და ჩვენ ისევ საბოდიშო სტატიას ვწერთ, რასაც თქვენთვის უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ესეც გვემის.

გვერწმუნეთ ძალიან რთულია მიმდინარე პროცესები მთელი გუნდისთვის, თითოეული რგოლისთვის, ჩვენც სულ სხვანაირად წარმოგვედგინა ახალი წელი, მოცულობითი წონაც გააუქმა კომპანიამ წლის ბოლომდე, რათა შეუზღუდავად გესარგებლათ ჩვენი სერვისით და გაგეხარებინათ სხვებიც. 

მოგეხსენებათ, USA2GEORGIA-ს საკუთარი ავიალაინერი არ ჰყავს და რომ შეძლოს შეძენა და პარტნიორ ავიაკომპანიაზე არ იყოს დამოკიდებული - ტარიფიც საერთაშორისო ფოსტების მსგავსი იქნებოდა.  

მიმდინარე წლის განმავლობაში, მხოლოდ წინასაახალწლო პერიოდში შეიქმნა დაგვიანების პრობლემა. ვიმედოვნებთ, რომ წყენა დიდიხნით არ გაგყვებათ და მაინც ვიმეგობრებთ 2022 წელს! 

პატივისცემით,

USA2GEORGIA-ს გუნდი


No comments:

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com