Wednesday, December 1, 2021

ხელოვნური ინტელექტი - მითი თუ რეალობა?


ალბათ გსმენიათ ნეირონული ქსელების და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო აქტუალური ხდება.

რა არის ხელოვნური ინტელექტი?
ხელოვნური ინტელექტი სწავლობს მისთვის წინასწარ განსაზღვრული მონაცემების და ალგორითმების საფუძველზე, ვითარდება და შემდეგ დამოუკიდებლად ასრულებს ამოცანებს. მაგალითად ამაზონის “ალექსა”, თვითმავალი ავტომობილები, რობოტი-მტვერსასრუტი და სხვა.

ხშირ შემთხვევაში, მას გარკვეული ამოცანები ადამიანზე უკეთაც შეუძლია შეასრულოს, მაგალითად მყისიერად გაანალიზოს მილიონობით ფოტო და იდენტიფიკაცია გაუკეთოს საჭირო ობიექტს ან თუნდაც ადამიანის სახეს.

მსოფლიო გამოწვევების ფონზე, ბუნებრივია გამონაკლისი ვერ დარჩებოდა USA2Georgia. ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ ხელოვნურ ინტელექტს ლოჯისტიკური პროცესების დახვეწის მიზნით. მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად, ის უკვე ნაწილობრივ დაინერგა ჩვენს სისტემაში და მას “ჭკვიანი ტვინი” დავარქვით.

მაგალითისთვის, მას უკვე შეუძლია ამანათის მფლობელის ვინაობის დადგენა, საწყობის კედლებზე დამონტაჟებული სპეციალური სამგანზომებიანი, მაღალი გარჩევადობის ვიდეო კამერების საშუალებით, რომლებიც მისი “თვალებია”. "ჭკვიანი ტვინი" წარმატებით ამოიცნობს ქართულ გვარ-სახელებს და ცდილობს გაიგოს თუ ვის ეკუთვნის ამანათი, საფოსტო მანქანიდან ამანათის გადმოტვირთვის ეტაპზე. მას ასევე შეუძლია გაზომოს და დაადგინოს ამანათის მოცულობა და შეფუთვის დეფექტები.

რათქმაუნდა ეს გვაძლევს საშუალებას, რომ საფოსტო კურიერის მიერ მოტანილი ამანათების იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზაში აღრიცხვა ელვისებური სისწრაფით მოვახდინოთ.

შედეგად მივიღეთ უფრო მეტი სისწრაფე და საიმედოობაა. გარანტია იმის, რომ თქვენი ამანათი არ დაიკარგება. მთავარია ის ჩვენამდე მოვიდეს ამერიკაში და შეცდომით სხვა მისამართზე არ მიიტანოს კურიერმა. ამანათის პროგრამულ ასახვაზე კი USA2Georgia-ს “ჭკვიანი ტვინი” იზრუნებს!


No comments:

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com