Tuesday, October 26, 2021

გადატვირთვები ამერიკულ საფოსტო კომპანიებში

გთხოვთ გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ამერიკის ფოსტებთან დაკავშირებით:

მოგახსენებთ, რომ ბოლო დროს, საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც ამერიკის სხვადასხვა საფოსტო კომპანია, წინასწარ, მათ გამანაწილებელ პუნქტებში ამანათის დახარისხებისას, ამანათის თრექინგ კოდს ანიჭებს "მიტანილია" - (DELIVERED) სტატუსს, ხოლო რეალურად ამანათები რამოდენიმე დღის დაგვიანებით მოაქვთ ჩვენს საწყობამდე. აღნიშნული შემთხვევები ფიქსირდება ათეულ ამანათზე ყოველდღიურად! მსგავსი პრობლემა ამერიკის რიგ შტატებში ჩვეული მოვლენაა და ამაში საგანგაშო არაფერია.

ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში, კერძოდ დელავერის შტატში, სხვადასხვა ქვეყნის საექსპედიტორო კომპანიების სიმრავლემ, განაპირობა ადგილობრივი საფოსტო კომპანიების გადატვირთვა, რის გამოც, ისინი მუშაობენ შეფერხებით.

ინფორმაციისთვის მოგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ამანათები შემოდის ჩვენს სასაწყობე ტერიტორიაზე, მათ დახარისხებას და პროგრამულ იდენტიფიკაციას რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე საათამდე სჭირდება. როგორც წესი, დღის ბოლოს, დაუხარისხებელი ამანათი ჩვენს საწყობში არ რჩება! 

აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენი ავტომატური კონვეიერული სისტემები მუშაობს მეოთხედი დატვირთვით. შეფერხება ჩვენი კომპანიის მხრიდან პრაქტიკულად გამორიცხულია. იხილეთ საწყობის მუშაობის ვიდეო.

როგორ მოვიქცეთ თუ ამანათის მიღებისას მოხდება შეფერხება? 

გთხოვთ, პირველ რიგში, დარწმუნდეთ, რომ თრექინგ კოდი დამატებული გაქვთ მისაღები ამანათების განყოფილებაში USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდზე. თუ სისტემაში განახლება 48 საათის განმავლობაში კვლავ არ მოხდა, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე sales@usa2georgia.com რათა დახმარების გუნდი ჩაერთოს ამანათის მოძიების პროცესში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამომგზავნ კომპანიასთან ოფიციალური დასტურის გაგზავნა.

გმადლობთ!

No comments:

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com