ახალი რეალობა იმდენად სწრაფად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარით. დღეს უკვე ვერავის გააკვირვებ უახლესი სპინერით, მოდური ჯინსით ან რაიმე გაჯეტით.
ჩვენ უკვე შეგვიძლია გამოვიწეროთ ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც ინტერნეტში მოვიძიეთ, მოვამზადოთ საჩუქარი საახალწლოდ, დაბადების დღისთვის ან უბრალოდ ისე.
შეგვიძლია გარშემო მყოფებს აღმოვაჩენინოთ მივიწყებული შესაძლებლობები და ვუყიდოთ საყვარელ ადამიანს ტელესკოპი, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდა. ეს არის განცდა ბედნიერების და წამის, რომელიც სხვას ვაჩუქეთ.
USA2GEORGIA ჩვენს ცხოვრებას ალამაზებს და სიხარულს გვანიჭებს მარტივი, თანამედროვე სერვისის საშუალებით. ეს არ არის ფუფუნება, ეს თავისუფლებაა.
7 comments:
რას ნიშნავს ,,შეგვიძლია გამოვიწეროთ ნებისმიერი პროდუქცია"?
აკრძალული ნივთები აღარ არსებობს?
აკრძალული პროდუქცია იგივე გვაქვს რაც ავია კომპანიას. ცხადია ამას არავინ შეცვლის.
აბა ტელესკოპი სამი წლის წინაც ჩამოვიტანე :დ :დ
რატო არის გამოწერა და არა ყიდვა? მართლა მაინტერესებს
რას ეწევით?
გაიხარეთ, გვიხარია რომ არსებობთ.. :)
ისე "გამოწერა" ყველანაირად არაზუსტი ტერმინია აქ და როგორც ხშირად ხდება, ხალხში უკუთმართად დამკვიდრდა. მართალი დაწერეს ზემოთ, ყიდვაა ეს. შეიძლება კიდევ: "შეკვეთა". ანუ ვიყიდე ინტერნეტით, შევუკვეთე ინტერნეტით. მაგალითად, იწერენ პერიოდულ გამოცემებს, პაციენტებს უწერენ წამლებს და ა. შ.
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com