დაპირებისამებრ, ტერმინალების დადგმა გრძელდება სხვა ფილიალებშიც და უკვე ორშაბათს, 11 მაისიდან ტერიმალებით სარგებლობა დიღმის ფილიალშიც იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მომსახურების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.
ტერმინალის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ 10 ციფრიან კოდს SMS-ით, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამოდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.
3 comments:
თუ ამანათი ტერმინალის დამონტაჟებამდე ჩამოვიდა და ჯერ არ აგვიღია და არც ესემესი მოსულა?
Giga - ასეთი შემთხვევები გათვალისწინებულია. სანერვიულო არაფერია :)
გლდანში არ გინდათ რომ ფილიალი გაგვიხსნათ?
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com