ტერმინალის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ამანათი ფილიალებში, პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.
ტერმინალის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ 10 ციფრიან კოდს SMS-ით, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამოდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.
ორი ასეთი ტერმინალი დღეიდან უკვე ფუნქციონირებს ვაჟა-ფშაველას ფილიალში. უახლოეს მომავალში კი მისი დანერგვა სხვა ფილიალებშიც იგეგმება.
დამატებით იხილეთ ტერმინალით სარგებლობის პირობები ხშირად დასმული კითხვებიდან.