ვინაიდან პარკირების არარსებობის გამო ქავთარაძის ოფისში მოსვლა საკმაოდ გართულდა, იმედი გვაქვს, ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ძალიან გაახარებს ქავთარაძის ოფისის მომხმარებლებს, რადგან ახალ ფილიალში პარკირება მნიშვნელოვნად გაიოლებულია.
შეგახსენებთ, რომ ფილიალებში შესაძლებელია როგორც ავტომატური გადამისამართების არჩევა, ასევე სათითაოდ, რეისების მიხედვით გადამისამართება.
ამანათების მართვის გვერდზე იხილეთ: პროფაილი - ფილიალის პარამეტრები.
- ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება უკვე გამოგზავნილ რეისებზე.
- რეისების მიხედვით გადამისამართება შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
- დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
- ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).