გვინდა უფრო დეტალურად ავხსნათ თუ რა შემთხვევაში მოქმედებს გადაფუთვის სერვისი:
- ყუთით შემოსული ტანსაცმელი გადადის პარკში და იწონება რეალური წონით.
- ფეხსაცმლის ყუთებს ვიღებთ საფოსტო ყუთიდან და ვგზავნით მისი ორიგინალი შეფუთვით. ტრანსპორტირების ღირებულება იანგარიშება რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით.
- კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები შეძლებისდაგვარად მცირდება ზომაში. კომბინირებულში იგულისხმება: ტანსაცმელი+ფეხსაცმელი, ტანსაცმელი+ბიჟუტერია, ფეხსაცმელი+საათი და ა.შ. წონა იანგარიშება მოცულობითი და რეალური წონის გათვალისწინებით.
- ტექნიკა და სხვა მსხვრევადი პროდუქცია არ ექვემდებარება გადაფუთვას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.
ზემოთ აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ დაუყოვნებლივ. გადასაფუთი ამანათის წონის და თანხის კორექცია ადგილზე მოხდება.