Friday, May 7, 2010

ახალი გადაფუთვის სერვისი

USA2GEORGIA განაგრძობს მომსახურების პირობების დახვეწას. მოგეხსენებათ, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამერიკიდან ჩამოდის საფოსტო ყუთებით. მიუხედავად იმისა, რომ გადაფუთვის და ზომაში შემცირების სერვისი დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ, ტრანსპორტირება გარკვეულ შემთხვევებში მაინც ძვირი ჯდება მოცულობითი წონის დაანგარიშების გამო.

აღნიშნულიდან  გამომდინარე, 11 მაისიდან ამერიკაში მიღებული ტანსაცმლის ამანათები, რომლებიც ყუთით შევა ჩვენს საწყობში, გადალაგდება პოლიეთილენის პარკებში და ისე გამოიგზავნება. შესაბამისად მათზე  ტრანსპორტირების წონის დაანგარიშება მოხდება მხოლოდ რეალური წონით. ცვლილება ეხება ნებისმიერი სახის ტანსაცმელს.

ასევე, თუ თქვენ შეუკვეთავთ ფეხსაცმელებს, ისინი გამოიგზავნება საფოსტო ყუთის გარეშე. მათი წონის დაანგარიშება ფიზიკური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით მოხდება. ჩვენი დაკვირვებით ამგვარი მეთოდით მიღებული ფეხსაცმლის წონა საშუალოდ 1კგ გამოვა.