Sunday, January 17, 2010

დატვირთული კვირა დასრულდა

გასული კვირა უპრეცენდენტო აღმოჩნდა ჩვენთვის. ერთდროულად 3 რეისის ამანათების გაცემამ და შესაბამისად უამრავი ხალხის მოსვლამ გამოიწვია რიგები. მიუხედავად იმისა, რომ 3 ოპერატორი მუშაობდა და საწყობში 5 თანამშრომელი, რიგი 15-30 წუთის განმავლობაში მაინც არ გადიოდა.
იმედი გვაქვს რეისების გადადება და შესაბამისად ერთად მათი მიღება აღარ მოხდება და მომავალში ჩვეულებისამებრ 5 წუთზე მეტს არ დახარჯავთ რიგში.

შეგახსენებთ, რომ ამანათების გაცემის მეორე დღიდან ქალაქში გადიან კურიერები და არიგებენ ამანათებს. იმის გამო, რომ საწყობში მაინც რჩება ამანათები, დღეს - კვირას 17 იანვარს კურიერები კიდევ იმუშავებენ და დაარიგებენ ამანათებს, ასევე ორშაბათს, ძირითადად ორგანიზაციების მისამართებზე, რაც პრაქტიკულად დაასრულებს ამ დატვირთულ და რთულ კვირას.