2009 წლის 1 ნოემბრიდან ნებადართულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა:
- ისრები, მშვილდი, არბალეტი და მათი აქსესუარები
- საკვები დანამატები სპორტსმენებისათვის.
- ვიტამინები და მედიკამენტები რომლებიც არ საჭიროებს სპეციალურ რეცეპტს ან ნებართვას საქართველოში მისი შემოტანისთვის.
- პნევმატური თოფები დატუმბული აირის ბალონის და ოპტიკური სამიზნის გარეშე
- აირსოფტის პნევმატური თოფები, ელექტრო პნევმატური სათამაშო თოფები ოპტიკური სამიზნის
- ფეინთბოლის თოფები დატუმბული აირის ბალონის და ოპტიკური სამიზნის გარეშე
- წყალქვეშა ნადირობისთვის სპორტული თოფები და მათი აქსესუარები.
- კრემი, პარფუმერული პროდუქცია რომელიც აალებადი არ არის
შეზღუდვაში რჩება შემდეგი სახის პროდუქცია:
- სუნამო, "სფრეი"
- საბურავები
- საღებავი, ალკოჰოლური სასმელები და ა.შ.
- საკვები პროდუქცია – ნებისმიერი ფორმით და შეფუთვით.
- ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა და ა.შ.)
- პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
- ცხოველები, მცენარეები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
- ტოქსიკური ნივთიერებები
- ცეცხლსასროლი იარაღები, ნაწილები ან იარაღის აქსესუარები (თუნდაც ოპტიკური სამიზნე)
- თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი
- ე.წ. 'აზბესტი'–ს შემცველობის პროდუქცია
- ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ.
- რეალური ფული - მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის მიუხედავად, საბაჟოს აქვს უფლება შეაჩეროს ამანათის შემოტანა და მოითხოვოს დამატებითი განმარტებები მიმღებისგან: მაგ. ორიგინალი ინვოისი დაბალი ფასის დადასტურებისთვის ან რაიმე სახის სპეციალური ნებართვა პროდუქციის შემოტანისთვის (მაგ.: ფიტო, ფორმა 100 და ა.შ.). ყოველთვის მისწერეთ მაღაზიას წინასწარ, რომ ამანათში ჩადონ ორიგინალი ინვოისი ფასებით, ასევე შეავსეთ პროდუქციის დასახელება და ფასები ჩვენს ვებ-გვერდზე მიღებული ამანათების განყოფილებაში.
თუ თქვენ მაინც გამოგზავნით ზემოთ ჩამოთვლილ შეზღუდულ პროდუქციას, სამწუხაროდ ჩვენ საბაჟო აკრძალვების შესახებ პროცედურებს ვერ ვაკონტროლებთ და პროდუქციის კონფისკაციაზეც ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები.