Thursday, November 24, 2022

გადაფუთვის მომსახურება

როგორც უკვე აღვნიშნეთ 8 ნოემბრის სტატიაში, მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის გამო - USA2GEORGIA-მ ამანათების გადაფუთვის მომსახურება დააბრუნა!

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამერიკაში ონლაინ-მაღაზიების უმრავლესობა უზარმაზარი ყუთებით აგზავნის პროდუქციას, ხოლო მომხმარებელს უწევს საერთაშორისო ავია-გადაზიდვის სტანდარტების მიხედვით ამანათის მოცულობითი წონის გადახდა.

ასე, რომ - შეგიძლიათ ისარგებლოთ <გადაფუთვის სერვისით> და ტრანსპორტირებისას დაზოგოთ მნიშვნელოვანი თანხა. მაგალითად, ყუთით მიღებული ტანსაცმელი, გადალაგდება პოლიეთილენის პარკში და დაითვლება მხოლოდ სასწორის წონით. ასევე, პროდუქცია, რომელსაც უკვე გააჩნია მყარი პროდუქციის შეფუთვა და არ არის მსხვრევადი, გამოიგზავნება საფოსტო ყუთის გარეშე, ხოლო საფოსტო ყუთ(ებ)ი, რომელიც ძალიან დიდი ზომის არის, მაქსიმალურად შემცირდება ზომაში.

გადაფუთვის მომსახურების გააქტიურება შეგიძლიათ ამანათების მიღებამდე, თრექინგ კოდის "მისაღებ ამანათებში" დამატების შემდეგ. ასევე, პარამეტრებში -> გადაფუთვა, შეგიძლიათ მიუთითოთ "ავტომატური გადაფუთვა" და თქვენი ყველა მისაღები ამანათი გაივლის შემოწმებას გადაფუთვის შესაძლებლობაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაფუთვის მომსახურების მიღება დამოკიდებულია პროდუქციის და შეფუთვის სახეობაზე.

ამანათების გადაფუთვის მომსახურება არის ფასიანი და მომხმარებელს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, გადაფუთვის მომსახურების ჩართვის შედეგად - რამდენია დანაზოგი. ამერიკის საწყობში მიღებული მოცულობით 10კგ-მდე წონის ამანათის შემთხვევაში, გადაფუთვის მომსახურება თითოეულ ამანათზე შეადგენს - 2 აშშ დოლარს. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება ტრანსპორტირების ინვოისთან ერთად. ხოლო 10კგ-ზე მეტი მოცულობითი წონის ამანათის გადაფუთვის შემთხვევაში, გადაფუთვის მომსახურება თითოეულ ამანათზე შეადგენს - 10 აშშ დოლარს და მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება წინასწარ.

დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ, იხილოთ მომსახურების პირობები, პარ. #3