Tuesday, November 8, 2022

ახალი მობილური აპლიკაცია და მომსახურების პირობები

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-ს ახალი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია iOS და Android პლატფორმებისთვის, განახლებული შესაძლებლობებითა და ფუნქციებით:

ჭკვიანი ჩატბოტი

დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, USA2GEORGIA-ს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი თქვენს სამსახურშია! ის მყისიერად მოგიძებნით ინფორმაციას ამანათ(ებ)ზე, დაამატებს თრექინგ კოდს თქვენს ექაუნთში, ამოიცნობს სასურველ ინფორმაციას ფოტოდან და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებათ. ჩატბოტი ეტაპობრივად "დაჭკვიანდება", ის ხომ მუდმივად მომხმარებლის მიერ დასმული კითხვებიდან ვითარდება.

წერილების გაგზავნა და მიღება აპლიკაციიდან

თუ თქვენ ვერ ახერხებთ ელ-ფოსტის შემოწმებას ტელეფონით, რათა საინფორმაციო განყოფილების მიმოწერა წაიკითხოთ, ან გსურთ რამდენიმე მიმოწერის უფრო იოლად მართვა, მაშინ, USA2GEORGIA-ს წერილების ფუნქცია თქვენთვისაა! ყველა წერილი უნიკალური რიცხვით არის დანომრილი, მიმოწერის საკითხები კი დაჯგუფებულია თემატურად. აპლიკაციიდან გაგზავნილი წერილი, სწრაფად და მარტივად მოხვდება საინფორმაციო განყოფილებასთან!

საკურიერო მომსახურება Google Map-ის საშუალებით

დღეიდან თქვენ კიდევ უფრო მარტივად ისარგებლებთ საკურიერო მომსახურებით, რადგან მისამართი ავტომატურად Google Map-ის რუკაზე დაფიქსირდება. დამატებითი დეტალები კი - სადარბაზო, ბინა და ა.შ. მისამართთან ერთად შეგიძლიათ მიუთითოთ.თანამედროვე ნავიგაციის სისტემა და საკურიერო აპლიკაცია, საშუალებას მოგვცემს ამანათ(ებ)ი თქვენამდე უფრო სწრაფად და მოკლე მარშრუტით მოვიტანოთ!

ამანათები ლოქერში

კიდევ უფრო იოლი გახდა ლოქერის კარადებით სარგებლობა, რომელიც თბილისის 30-ზე მეტ ლოკაციასა და რეგიონის მასშტაბითაა განთავსებული. მარტივად - დააფიქსირეთ "სასურველი ლოქერი" ფილიალის მსგავსად და თქვენი ამანათ(ებ)ი უფრო სწრაფად და იოლად აღმოჩნდება სასურველ მისამართზე. აღსანიშნავია, რომ ლოქერების უმეტესობა 24 საათიანია. ლოქერების ქსელი მუდმივად ფართოვდება და სულ მალე ის მთელ საქართველოს მოიცავს!





აქვე გაცნობებთ, რომ ბოლო წლებში განვითარებული გლობალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ლოჯისტიკური პროცესები მუდმივად განიცდის ზეწოლას. სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ავია-კომპანია, ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის ღირებულებას მოცულობითი წონის მიხედვით ანგარიშობს. 2022 წლის 15 ნოემბრიდან, (როგორც ეს უკვე მომსახურების პირობებშიც არის აღნიშნული), ჩვენი კომპანიაც ამავე - საერთაშორისო გადაზიდვის პრინციპით უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას.

თუმცა, მომხმარებელს ასევე საშუალება ექნება ისარგებლოს ამანათ(ებ)ის გადაფუთვისა და ზომაში შემცირების მომსახურებით, რასაც კომპანია წლების განმავლობაში სთავაზობდა - ტანსაცმელი მხოლოდ წონით, დიდი ყუთების მაქსიმალური შემცირებით და ა.შ. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე ეტაპობრივად - საინფორმაციო ბლოგზე განახლდება.

მიმდინარე ცვლილების ფონზე, შეგახსენებთ, რომ - შეგიძლიათ ისარგებლოთ <გადაფუთვის სერვისით> და დაზოგოთ მნიშვნელოვანი თანხა ტრანსპორტირებისას USA2GEORGIA-სთან ერთად!

USA2GEORGIA განაგრძობს მომსახურების გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. უახლოეს პერიოდში, არაერთ სასიხარულო და მასშტაბურ სიახლეს გპირდებით.

USA2GEORGIA-მ ტრანსკონტინენტური გადაზიდვებისას - უკვე 8 მილიონზე მეტი ამანათის ტრანსპორტირება განახორციელა და, ჩვენი გუნდი 350 ათას მომხმარებელს ემსახურება საქართველოში.

მადლობას გიხდით 14 წლიანი ერთგულებისთვის!