Thursday, June 9, 2022

საბაჟო რეგულაციები და დაუდგენელი ბარიერი

ძვირფასო მეგობრებო,

სამწუხაროდ, საბაჟო რეგულაციები - მოსალოდნელი გაიოლების ნაცვლად, უფრო გამკაცრდა!

კერძოდ, ახალი საბაჟო რეგულაციის მიხედვით, შესაძლოა - განბაჟებას დაექვემდებაროს ნებისმიერი ღირებულებისა და სახეობის ამანათი, მათ შორის პირადი მოხმარების ნივთებიც, თუკი ჩამოტანილი ამანათების რაოდენობა წელიწადში 200 ერთეულს აღემატება.

სამწუხაროდ, ახალი რეგულაციის შესახებ რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი საბაჟო სამსახურისგან არ მიგვიღია!

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საბაჟო გადასახადისგან განთავისუფლებულია 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

იხ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717

მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის, …”