მეგობრებო,
გაცნობებთ, რომ თებერვლის თვის განმავლობაში, მოსალოდნელია 1-2 კვირიანი შეფერხებები ავია-გადაზიდვებზე.
აღნიშნული პრობლემა განპირობებულია სატვირთო ავია-კომპანიის მიერ (კარგოლუქსი) გაუქმებული რეისებით თებერვლის დასაწყისში, რომელიც ლუქსემბურგიდან საქართველოს გავლით ჩინეთში სრულდება და ჩამოაქვს ჩვენი კომპანიის ტვირთიც.
რეისების გაუქმება ჩინურ ახალ წელს უკავშირდება, გიგანტი ავია-კომპანია კი სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოსთვის არ ასრულებს ავია-რეისებს.
აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად რამდენიმე სამგზავრო ავია-რეისი დაფრინავს, თუმცა ასეთი ტიპის მცირე ზომის ბორტზე ტვირთის განთავსება ადგილის სიმცირის გამო შეუძლებელია.
კომპანია აგრძელებს სხვა სატვირთო ავია-კომპანიებთან მოლაპარაკებებს, რომ სამომავლოდ შეძლოს თქვენთვის მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის შენარჩუნება.
მადლობას გიხდით და იმედი გვაქვს გაგებით მოეკიდებით აღნიშნულ ინფორმაციას.