Monday, November 29, 2021

შეფერხებები Fedex-ში და USPS-ში

გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ამერიკაში, კერძოდ დელავერის შტატში, შეინიშნება ამერიკული საფოსტო კომპანია Fedex-ის და USPS-ის მნიშვნელოვანი ხარვეზები, როგორიცაა: 

ამანათების სხვა მისამართებზე შეცდომით ჩაბარება, ამანათების დაგვიანებით მოტანა 1,2 ან რამდენიმე დღეში, არასრული და არასწორი ინფორმაცია თრექინგ კოდებზე და სხვა... 

ჩვენი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო, Fedex-ს და USPS-ს არ ჰყოფნის კადრი, რის გამოც მათ დასაქმებული ჰყავთ დროებითი კერძო მძღოლები ნაქირავები სატვირთო მანქანებით. 

არასათანადო გამოცდილების და აპარატურის არარსებობის გამო, გაიზარდა Fedex-ის და USPS-ის მიერ დაგვიანებების და ამანათების სხვა მისამართებზე შეცდომით ჩაბარების რაოდენობა!

მოგიწოდებთ, დროებით თავი შეიკავოთ Fedex-ის და USPS-ის საფოსტო კომპანიით სარგებლობისგან და გამოიყენოთ სხვა ალტერნატიული კომპანიები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.



No comments:

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com