Wednesday, November 10, 2021

განსაბაჟებელ ამანათებზე პროცედურები მარტივდება

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 11 ნოემბრიდან, განსაბაჟებელ ამანათებზე პროცედურები მარტივდება. კერძოდ, ელ-ფოსტაზე და სატელეფონო ზარებით კომუნიკაციის ნაცვლად, ამოქმედდება დოკუმენტების წარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემა.

აღნიშნული სისტემა გულისხმობს განსაბაჟებელ ამანათებზე, საჭირო დოკუმენტების ატვირთვას და მის წინასწარ, სწრაფ დამუშავებას ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

კომპანია განაგრძობს თანამედროვე სისტემების დანერგვას. განსაბაჟებელი ამანათების გაზრდილი რაოდენობის გამო, ვფიქრობთ, აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს საბაჟო პროცედურების გამარტივებას და 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათების უფრო სწრაფად მიღებას.



No comments:

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com