Thursday, September 10, 2020

თანამედროვე ტექნოლოგიები თანდათან ცვლიან სამყაროს, ჩვენი ცხოვრების წესს,  თავისუფალ დროს და ჩვევებს..

სხვადასხვა პროდუქციის შესყიდვების  პროცესების "ვირტუალიზაცია"– დროის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა.

დღესდღეობით, უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ინტერნეტის საშუალებით შესყიდვების გაკეთება მოსახერხებელი და მომგებიანია. 

ცოტა რომ გავამარტივოთ, წარმოიდგინეთ "შოპინგობ" ნებისმიერ დროს, რაც ძალიან დიდი კომფორტია. ამინდზე ფიქრით თავს არ იღლი, მაღაზიამდე მისასვლელად საცობების გავლა არ გიწევს, სალაროსთან უშველებელ რიგში არ გეძინება და თან ნერვებსაც უფრთხილდები 😌

სამაგიეროდ, ორმაგად სასიამოვნო პროცესია, სურნელოვანი ყავით ხელში დივანზე მოკალათებულებმა, საათობით ათვალიეროთ უამრავი ონლაინ-მაღაზია. დაასორტიროთ კატეგორიების, ფერების, ზომების მიხედვით და დაზოგოთ დრო.

ონლაინ-მაღაზიები ძალიან ხშირად გვანებივრებენ წამახალისებელი კუპონებით, ფასდაკლების ვაუჩერებით და საჩუქრებით. შეიძლება სულ არ გვჭირდებოდეს ესა თუ ის ნივთი, მაგრამ მაცდური ფასის გამო, "შემოგვეყიდოს" ☺️

თან იმის საშუალებასაც იძლევა, ე.წ რევიუების მიხედვით შევაფასოთ, რამდენად ხარისხიან პროდუქციას ვყიდულობთ, რაც ძალიან გაგვიადვილებს საქმეს და სწრაფად მიგვაღებინებს გადაწყვეტილებებს. 

ამასთანავე, ონლაინ-მაღაზიებში წარმოდგენილია უამრავი დასახელების ბრენდები, ასევე ტოპ დიზაინერების კოლექციები ლიკვიდირებულ ფასად რაც, დამეთანხმებით ძალიან დიდი ფუფუნებაა. 

და, ყველაზე სასიამოვნო მომენტი-SMS:
"თქვენს სახელზე ჩამოსულია ამანათი"
და ვუალაა! სასურველი ამანათი ჩვენს ხელთაა! 

თან რა აზარტულია..

თუ ჯერ კიდევ არ გიცდიათ ონლაინ-შოპინგი სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად - გამოწერის პროცედურა გაშინებთ, ან არ იცით სად, რომელ ონლაინ-მაღაზიაში შეიძინოთ სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, ამაშიც ჩვენ დაგეხმარებით 🧡

იმისათვის, რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი ონლაინ-შოპინგისას, დაემატე შოპაჰოლიკების ჯგუფებში, მიიღე უფასო ონლაინ-კონსულტაციები ყოველდღიურად სწრაფი და ბიუჯეტური ონლაინ-შოპინგისთვის - რა? სად? როდის? - იყიდება ყველაზე იაფად!

✔️ დაზოგავთ დროს;
✔️ინტერაქციაში შეხვალთ თქვენი მსგავსი ინტერესის მქონე აუდიტორიასთან;
✔️გაცვლით ინფორმაციას და გააზიარებთ გამოცდილებას;
✔️ მიიღებთ უფასო კონსულტაციებს გამოწერის პროცედურებთან დაკავშირებით;

ქალბატონებისთვის - www.bit.ly/3dWEDtt

მამაკაცებისთვის - www.bit.ly/2NTy9Rr

მშობლებისთვის - www.bit.ly/2NPGDsX

ყველაფერი სახლისთვის - www.bit.ly/2VIrEVP

სპორტის მოყვარულებისთვის - www.bit.ly/3dXemv4

შეხვედრამდე! 😊

No comments:

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com