Friday, April 24, 2020

კონკურსი მხოლოდ TikTok-ერებისთვის!

კონკურსი მხოლოდ ტიკტოკერებისთვის! 
გადაიღე და ატვირთე ვიდეო ჰეშთეგით #myusa2georgia  და გაგვიზიარე!

საყოველთაო კარანტინის დროს ერთხელ მაინც თუ ისარგებლეთ ონლაინ-შოპინგით?

შესაძლოა, არც იყოთ ონლაინ-შოპინგით დაკავებული, მაგრამ საინტერესოდ და სასაცილოდ მოირგოთ ეს როლი ვიდეოს გადასაღებად.

გადაიღეთ გამოგონილი ან ნამდვილი ამბავი შემდეგ თემებზე:
🟠ონლაინ-შოპინგი 📲
🟠ამანათი 📦
🟠ამერიკა 🇺🇸
🟠კურიერი 🛵

რა უნდა გააკეთოთ მოსაგებად:

📍გადაიღოთ ორიგინალური და სახალისო ვიდეო USA2GEORGIA.COM-ის თემასთან დაკავშირებით, დააჰეშთეგოთ #myusa2georgia და ატვირთოთ TikTok-ზე!

🎁კვირაში ერთხელ შაბათობით გამოვავლენთ 2 საუკეთესო ვიდეოს ავტორს და საჩუქრად გადავცემთ ამაზონის 50$-იან ვაუჩერს, რომელსაც ონლაინ-შოპინგისას გამოიყენებთ, თქვენი სურვილისამებრ!

კონკურსი იწყება 25 აპრილს და მთავრდება 23 მაისს!
ოთხი მიმდინარე კვირის განმავლობაში კონკურსს სულ 8 გამარჯვებული ეყოლება!

მნიშვნელოვანი დეტალები:

📌 ვიდეოს ატვირთვისას დააჰეშთეგეთ #myusa2georgia;
📌 მონიშნეთ USA2GEORGIA.COM-ის TikTok-გვერდი;
📌 ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ თქვენი ვიდეოს  გადმოწერა შევძლოთ;

გადმოწერე TikTok-ი - www.tiktok.com

❗️კონკურსის პირობები და წესები:

არ განიხილება ვიდეო, რომელიც არ დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: 

❗️ვიდეო უნდა აიტვირთოს ჰეშთეგით #myusa2georgia                                         
❗️ვიდეოს ატვირთვისას მოინიშნოს USA2GEORGIA.COM-ის TikTok-გვერდი;     
❗️აუცილებელია, რომ შესაძლებელი იყოს ვიდეოს გადმოწერა;

შეირჩევა რამდენიმე ვიდეო, რომელიც დაიდება USA2GEORGIA.COM-ის Facebook და TikTok გვერდებზე!

🔸 გამარჯვებული კონკურსში მონაწილეობით ადასტურებს მის თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა თუ კამპანიაში, რომელიც ჩვენს მიერ იქნება ორგანიზებული;
🔸 ვიდეოს ატვირთვა ჰეშთეგით #myusa2georgia ავტომატურად გულისხმობს კონკურსში მონაწილეობას. კომპანია უფლებამოსილია არ განიხილოს ვიდეო, რომელიც კომპანიის შეფასებით არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს.
🔸 კონკურსში მონაწილე ყველა ვიდეოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირის მიერ წამოყენებული იქნება რაიმე პრეტენზია ჩვენი კომპანიის მიმართ ვიდეოსთან, მის უფლებებთან (როგორც ქონებრივ ასევე არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან) დაკავშირებით, მაშინ USA2GEORGIA.COM არ არის რაიმე ფორმით პასუხისმგებელი აღნიშნული მესამე პირების მიმართ;
🔸 კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და გადასცემს USA2GEORGIA.COM-ს უფლებას, კონკურსანტის მიერ ატვირთული ვიდეო შემდგომში გამოიყენონ საკუთარი შეხედულებისამებრ;
🔸 პრიზის გატანას შეძლებს მხოლოდ სრულწლოვანი პირი.
🔸 პრიზი გაიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

No comments:

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com