Wednesday, March 18, 2020

აქცია: 1კგ - 5 დოლარი, ნაცვლად 8 დოლარისა!

მეგობრებო, პირველ რიგში, ჩვენ გუნდს სურს მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის!

მეორე რიგში გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საზოგადოების იმ შეგნებულ ნაწილს, რომელიც შეძლებისდაგვარად სახლშია და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისაგან იკავებს თავს!

მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის ფონზე მოგეხსენებათ, რომ საყოფაცხოვრებო და საჭირო ნივთების დისტანციური (ონლაინ) გამოწერა მეტად აქტუალური გახდა. ვითვალისწინებთ რა, სამოქალაქო პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამანათები, რომელიც დღეიდან, 18 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, ამერიკის საწყობში მივა, დაანგარიშდება 1კგ-ზე 5$-ად, ნაცვლად 8$-ისა!

გვსურს განვუმარტოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ კომპანიამ საქველმოქმედო ხასიათის სააქციო ტარიფის დადგენა - საზოგადოებრივი მოთხოვნისა და საჭიროების ფონზე, საკუთარი რესურსით შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ავია-გადამზიდი კომპანიების ფასები შემცირების ნაცვლად გაზრდილია!

* * *

USA2GEORGIA-ს ოფისები
გაცნობებთ, რომ ოფისების პროფილაქტიკურ-სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ყოველდღიურ რეჟიმში. სპეციალური ხსნარებით მუშავდება, როგორც ოფისების შიდა ტერიტორია, ასევე ტერმინალები.

გაგაცნობთ, ამ პერიოდში მომხმარებლების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს:

კითხვა: როგორ მიმდინარეობს ამანთების მიღება და გამოგზავნა საქართველოში, ხომ არ შეიქმნება რაიმე პრობლემა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, შეფერხება არ შეინიშნება. ამანათების ტრანსპორტირება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კითხვა: რამდენად უსაფრთხოა ამანათის გამოწერა?
პასუხი: საფოსტო და გადამზიდი კომპანიები, მოქმედებენ რა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ახდენენ ყველა ამანათის დეზინფექციას. ასევე, ტვირთი, თვითმფრინავის ბორტზე მოხვედრამდე, გადის სპეციალურ სადეზინფექციო დერეფანს, როგორც გამოგზავნის, ასევე სატრანზიტო აეროპორტში.

დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, ამანათი, რომელიც რამოდენიმე დღის განმავლობაში გადაიზიდება ექსტრემალური პირობების და ტემპერატურის რეჟიმში, პრაქტიკულად აღარ შეიცავს ვირუსს.
წყარო: https://about.usps.com/newsroom/statements/usps-statement-on-coronavirus.htm

გისურვებთ, ჯანმრთელობას, კომფორტულ და მშვიდ ცხოვრებას!

No comments:

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com