Tuesday, February 11, 2020

შეფერხება ავია-ხაზებზე

13 თებერვალი
ბოლო ინფორმაციით, 18 თებერვალს ჩამოსაფრენი სატვირთო რეისი ლუქსემბურგიდან გაუქმდა. ამჟამად მიმდინარეობს ჩვენი ტვირთების სამგზავრო რეისებზე გადანაწილება.

მომხმარებელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ ასევე ტექნიკურ დეტალებს: კერძოდ, საქართველოს მიმართულებით დაფრინავს მხოლოდ პატარა ზომის სამგზავრო თვითმფრინავები. სამწუხაროდ, ასეთ თვითმფრინავებში ჩვენი ტვირთი არ ეტევა და შესაძლებელია ჩვენი ყოველდღიური რეისების მხოლოდ 10-20% -ის მოთავსება და ეტაპობრივად მიღება. შესაბამისად, რეისებზე დაგვიანებები გაგრძელდება კიდევ გარკვეული პერიოდი. არსებობს კიდევ ორი ყოველკვირეული სატვირთო რეისი, თუმცა ვირუსთან დაკავშირებით გადატვირთვები და შეფერხებები მათაც შეეხოთ და გარანტია, მათი მეშვეობით ტვირთის მოწოდებაზე არ გვაქვს. სიახლის შემთხვევაში ბლოგი კვლავ განახლდება.

11 თებერვალი
სამწუხაროდ, შეფერხებები ვირუსთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება. მიმდინარე კვირის რეისებზე, მოსალოდნელია 2-4 დღიანი დაგვიანება.

შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მსოფლიოს ყველა აეროპორტი. გაუქმებულია უამრავი სამგზავრო და სატვირთო ავია-რეისი თითქმის ყველა აეროპორტში.

სამშაბათს, 11 თებერვალს, სატვირთო ავია-რეისი ლუქსემბურგიდან თბილისის მიმართულებით საერთოდ არ შესრულდა და გაუქმდა.

No comments:

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com