USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Wednesday, May 2, 2018

USA2GEORGIA-ს ახალი ფილიალი, ვაჟა-ფშაველას 96-ში


2 მაისიდან, ვაჟა-ფშაველას 96-ში, ჩვენი ფილიალის მოპირდაპირედ, კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნა.

დიდი სურვილი გვქონდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩვენთან დამოუკიდებლად, მათთვის სრულად ადაპტირებულ ინკლუზიურ გარემოში შეძლებოდათ მოსვლა, ამიტომ ფილიალი შესაბამისად არის აღჭურვილი.

ახალი ფილიალი, ისევე როგორც USA2GEORGIA-ს სხვა ფილიალები, დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე იმუშავებს. ამ ფილიალიდანაც შესაძლებელია როგორც საკურიერო ასევე საბაჟო მომსახურების მიღება.

იმედი გვაქვს, ახალი ფილიალის დამატებით, ძველი ფილიალი განიტვირთება, რათა მეტი კომფორტით შესძლოთ ამანათების მიღება.

სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!