დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის. დღეს განახლდა USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდი, ახალი დიზაინით!
ვეცადეთ შეგვექმნა მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი, რომელიც წარმატებით იმუშავებდა როგორც კომპიუტერზე, ასევე სმარტფონებზე. უცვლელი დავტოვეთ ნავიგაცია ამანათების მართვის პანელში, რათა წლების განმავლობაში მიჩვეული მომხმარებელი არ დაგვებნია.
ვებ-გვერდის დახვეწის პროცესი მუდმივად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში მას დამატებითი ფუნქციებიც დაემატება.
გთხოვთ კითხვები ან შენიშვნები გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე idea@usa2georgia.com
9 comments:
Zveli jobdaaa!!!
როგორც იქნა )
რეისების შესახებ ინფორმაციას ვერ ვნახულობ ახალ დიზაინში.
ძველი ინყერფეისი ბევრად მოხერხებულად და მარტივად მეჩვენება ახალთან შედარებით.
სმარტიდან რეისის ნომერს რომ ვაწვებოდი გადავყავდი ბლოგზე სადაც ვნახულობდი რეისების განრიგს, ახლა ეგ ფუნქცია არ აქვს.
ასევე მიწევს რამდენიმე.მენიუში შესვლა რომ გავაკეთო დეკლარირება. მოკლედ ცოტა მოუხერხებელი მომეჩვენა.
აიფონს მაგონებს ძველი ფერადი ინტერფეისიდან ერთფეროვან მოთეთრო ფერებში და მინიმალისტურ გაფორმებაზე რომ გადავიდა.
კარგი დიზაინია ლამაზი და სასიამოვნო, მაგრამ აქვს მინუსიც, ძალიან დიდი დაშორებებია და ბევრი თავისუფალი ადგილები (Borders, Margins) ეკრანის რაღაც ფართობზე ჩანს ცოტა ინფორმაცია და სიცარიელის შეგრძნებას ტოვებს
წინა ვერსია გაცილებით ჯობია. დააბრუნეთ,უფრო მოხერხებულია.
ძველი ვერსია უფრო ადვილი აღსაქმელია. კარგად ჩანს ჩამოფრენის დრო, ახალში მძლივს ვიპოვე ჩემი ამერიკის მისამართი. :)ძალიან გაფართოებულია ეკრანი და ამდენი სივრცე არ არის საჭირო.
კარგი იქნება აპლიკაციას თუ გააკეთებთ.ბრაუზერით მუშაობა მაინც მოუხერხებელია.
ძველი ჯობია, უფრო მოსახერეხებელია
ძველი ვერსია გაცილებით მოსახერხებელი იყო, ძველი ვერსია მირჩევნია პირადად მე
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com