USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Thursday, June 15, 2017

ამანათები მხოლოდ წონით

არსებობს მთელი რიგი მოვლენებისა, რომელთა განვითარებასაც სწორი დრო და ადგილი სჭირდება. მაგალითად, ამ საუკუნის დასაწყისში წარმოუდგენელი იყო მობილურ ინტერნეტზე ფასების შემცირება. თუმცა, შეიცვალა დრო და ბაზარზე შექმნილმა მდგომარეობამ საშუალება მისცა კომპანიებს შეემცირებინათ ფასები და შესაბამისად, გაეზარდათ მოთხოვნაც. იმისთვის, რომ კომპანია განვითარდეს და დროს  ფეხი აუწყოს, საჭიროა საერთო ენა გამონახოს მომხმარებელთან.

გადაგიხდიათ ნივთის ფასი მოცულობითი წონის მიხედვით? დიდი ალბათობით პასუხი დადებითია და იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ  ეს ძალიან ჰგავს რაიმე აკრძალულის ყიდვას, რადგან ამ დროს იხდი იმაზე მეტს, ვიდრე შენაძენი რეალურად ღირს. პრაქტიკაში არსებული მაგალითების გაანალიზების შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ იყო შემთხვევები, როცა ადამიანებს უწევდათ გამოწერილი ნივთის ფასზე მეტი, ჩამოტანის ღირებულება გადაეხადათ. ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით მოცულობით წონაზე და ამიერიდან დავიანგარიშებთ, მხოლოდ ნივთის წონის მიხედვით.

უფრო აშკარა რომ გახდეს, მოცულობითი წონის გაუქმებით ზუსტად რა შეიცვლება, წარმოიდგინეთ, რომ გსურთ გამოიწეროთ 180 სმ სიმაღლის ნაძვის ხე. ძველი დაანგარიშებით მისი ფასი 600 დოლარს შეადგენდა, ხოლო ახლა, ის დაახლოებით ათჯერ უფრო იაფი დაგიჯდებათ. სურვილის შემთხვევაში, წელიწადის ნებისმიერ დროს მოიყვანთ ახალ წელს და შეიქმნით სასიამოვნო განწყობას, ერთი და იმავე წარმატებით გამოიწერთ როგორც მობილურ ტელეფონს, ასევე ბამბუკს თქვენი პანდასთვის (იმ შემთხვევაშიც კი, თუ პანდა საერთოდ არ გყავთ).

სწორედ ეს ცვლილებაა მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ახალი მოვლენა კონკრეტულ დროს და ადგილს საჭიროებს.  მსოფლიო გამოცდილებით, საჰაერო გადაზიდვების ექსპედიტორ კომპანიებთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის დებულებებში გაწერილია, რომ ავია კომპანიებთან თანამშრომლობისას, იხდი მოცულობითი წონის მიხედვით. ჩვენც, როგორც ექსპედიტორ კომპანიას, გვიწევს ამ სტანდარების შესაბამისად ვიმოქმედოთ. თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებელზე მორგებული სერვისები, ამიტომ უარი ვთქვით მოცულობით წონაზე და მოვახდინეთ ეს ცვლილება მხოლოდ საკუთარი რესურსით.

საბოლოოდ, ერთადერთი, რაც მომხმარებლისთვის შეიცვალა, ფასის შემცირებაა. არ დაგვიწესებია ლიმიტები და არც ამანათის მიღების დრო გაზრდილა. შესაბამისად, ბევრად უფრო სასიამოვნო და მარტივი გახდა მომხმარებელთან ურთიერთობა. შევძელით და გამოვნახეთ ის საერთო ენა, რომელზეც მომავალში ვაპირებთ საუბარს და რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ მომსახურებას და რეალურ ტარიფებს გულისხმობს.


6 comments:

Unknown said...

წონაზე ფასს თუ დააკლებთ უფრო მაგრები იქნებით

Temo Tsitlidze said...

ცოტა წონის ფასსაც დაუწიეთ!

UnBano said...

დიდი მადლობა ამ ცვლილებისთვის. ეს მართლაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩვენს ურთიერთობაში...

Nino Petriashvili said...

უფრო და უფრო მიხარია თქვენთან ურთიერთობა, ასე გააგრძელეთ :) იმედია უფრო მეტი სასიამოვნო სიახლეების მომსწრე ვიქნებით :)

Unknown said...

Erti kedis gamowera bolos 30 lari damijda. Axla ori gamoviwere da 37 lari damiwera usa2georgiam. Namdvilad kargi cvlileba sheitanet marto wonit rom angarishobt

Merab Mirijanashvili said...

საქართველოდან შიპინგს რომ შეძლებთ რეალური ტარიფებით აი ეს იქნება ყველაზე მაგარი და მართლა საქმიანი წინადადება; ვერაფერი ვერ გაუყიდია ადამიანს საქართველოდან ესეთი ყაჩაღური ტარიფებია. ამ მომსახურების გაწევასაც რომ შეძლებთ მაშინ იქნებით ძაან მაგრები.

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com