Thursday, May 18, 2017

მოცულობითი წონა გაუქმდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2017 წლის 17 მაისიდან, USA2GEORGIA-ში მოცულობითი წონა გაუქმდა და ამანათების დაანგარიშება მოხდება მხოლოდ მათი წონის მიხედვით.

აღნიშნული ცვლილება ასევე შეეხო 17 მაისამდე ჩამოსულ ამანათებსაც.

მიუხედავად იმისა, რომ ავია-კომპანიას მოცულობითი წონით დაანგარიშების პრინციპი არ შეუცვლია, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და საჭირო ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ამ ცვლილების განხორციელება.

USA2GEORGIA-ს გუნდი სამომავლოდაც ეცდება გაგახაროთ სასიამოვნო სიახლეებით.

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!


15 comments:

Unknown said...

როგორც იქნა. კარგია

Bacho said...

კი ბატონი მივესალმებით.

Unknown said...

ძალიან კარგი : )))

Unknown said...

მადლობა, გაიხარეთ!

Unknown said...

ჩვენც მადლობას გიხდით! თორემ ამას წინათ 4 კილოგრამინი ნივთის ჩამოტანა 150 ლარი დამიჯდა, ნივთი ამ დროს 100 ლარამდე ღირდა. რომ მცოდნოდა არ ვიყიდიდი.
ისე, რომ იცოდეთ უფრო მოიმატებს ტვირთბრუნვა და შესაბამისად თქვენი მოგებაც. თქვენი მხრიდან ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

Unknown said...

Wow ძალიან მაგრები ხართ

თაკო said...

ძალიან ხშირი მომხმარებელი ვარ თქვენი კომპანიის რადგან, ჩემი აზრით საუკეთესოები ხართ თქვენ საქმეში, მაგრამ რადგან აქამდე ეს წესი არ გქონდათ შემოტანილი მიწევდა სხვა კომპანიებით სარგებლობა. დიდი მადლობა რომ ესეთი ცვლილება შემოიტანეთ, ძალიან გამეხარდა) ეხლა სულ ყველაფერს თქვენი კომპანიით გამოვიწერ)) გაიხარეთ!!!!!

Davitus said...

მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მთავარია "ღრუზინული" მიდგომით არ გააკეთოთ, სხვა კომპაბიებმა ეს აქცია რომ გააკეთეს, ხალხმა ლამის მანქანის კუზაოს გამოწერა დაიწყო, ჩამოქონდათ წინა საქარე მინდები და სუპერ გაბარიტული ნივთები, რომელთა წონა არ აღემატება 3-4 კგ-ს და ლამის გააკოტრეს კომპანიები, ყველამ დააწესა მაქსიმალური ლიმიტი და უკვე არ ღირდა ბევრი ნივთის რეალური წონით ჩამოტანა, იმედია თქვენც ასე არ მოგივათ.
მადლობა კიდევ ერთხელ ამ სასიამოვნო საჩიქრისთვის.

Unknown said...

ძაან ბევრი ნივთი არ გამომიწერია ამ წესის გამო. მოხარული ვარ , რომ ასე გადაწყვიტეთ.

Unknown said...

ყოჩაღი :) ისე ლოიალური კლიენტებისთვის რამე წამახალისებელი საჩუქრები რომ დაამატოთ?! ყოველ მე-100 მიღებულ ამანათზე მაინც :)) მაგ. მომდევნო ამანათის (მაქს 1 კგ) ტრანსპორტირება უფასოდ :) როგორ გამიხარდებოდაა ))))

Unknown said...

კარგი სასიამოვნო სიახლეა ნამდვილად. იქნებ Mobile აპლიკაციითაც გაგვახაროთ ოდესმე :))))

Unknown said...

მშვენიერია , წარმატებები <3

Unknown said...

მოხარული ვარ!!!

Unknown said...

უკაცრავად, ანუ ეხლა ვიწერ ნივთს, რომლის წონა7კგ. და რამდენი მექნება გადასახდელი დამატებით?

Unknown said...

გაიხარეთ!!!!

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com