USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Sunday, December 31, 2017

გილოცავთ შობა-ახალ წელს


მოხარული ვართ, რომ ამერიკაში 26 დეკემბრამდე შესული ამანათები ჩამოფრინდა. USA2GEORGA-ს ფილიალები ღია იყო 31 დეკემბერს, 6 საათამდე, რათა ყველას მოესწრო გამოწერილი ამანათის გატანა.

გასული კვირის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობის მომხმარებელი დაფიქსირდა ყველა ფილიალში, რაც სავარაუდოდ კიდევ ერთი ფილიალის გახსნის აუცილებლობაზე მიუთითებს.

ამანათის მიღებისას განცდილი სიხარული თქვენს სახეზე, სტიმულს გვაძლევს 2018 წელს გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი, დავხვეწოთ მომსახურება, შოპინგი ამერიკაში კი უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ.

დიდი მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებთ!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ სიმშვიდეს და სიყვარულს!

Saturday, December 30, 2017

საახალწლო განრიგი

გაცნობებთ, რომ საახალწლო გადატვირთვებთან დაკავშირებით, USA2GEORGIA-ს ფილიალები იმუშავებს შემდეგი განრიგით:

30 დეკემბერი - 11:00 - 21:00
31 დეკემბერი - 9:00 - 18:00
1-2 იანვარი - დასვენების დღე

ექსპრეს საკურიერო მომსახურება განახლდება 3 იანვრიდან.

Tuesday, December 12, 2017

ქავთარაძის ოფისი გადადის ვაჟა-ფშაველაზე

გაცნობებთ, რომ 24 დეკემბრიდან, ქავთარაძის ოფისი უქმდება, არსებული ამანათები კი ავტომატურად გადამისამართდება ვაჟა-ფშაველას ფილიალში. თუ ამანათების მიღება სხვა ფილიალში გსურთ, გთხოვთ თქვენს USA2GEORGIA-ს გვერდზე შეცვალოთ ფილიალის პარამეტრები, განყოფილებაში -პროფილი.

გარშემო მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა, რომელიც დღესაც გრძელდება, დღითი დღე აუარესებს პარკირებას. დაგვეთანხმებით, რომ ოფისთან მოსვლა უკვე გაუსაძლისი გახდა. უამრავი მომხმარებელი დარჩა კმაყოფილი ვაჟა-ფშაველას ფილიალის გახსნით, სადაც პარკირება კორპუსებს შორის და ეზოში ყოველთვის თავისუფალია.

ბოლო პერიოდში, სხვადასხვა უბანში ფილიალების განვითარების პროცესმა საგრძნობლად გააიოლა USA2GEORGIA-ს მომსახურებით სარგებლობა. იმედს ვიტოვებთ ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ ფილიალების მისამართებს:

მიცკევიჩის ქ. 27
ვაჟა-ფშაველას გამზ. 91
ბელიაშვილის ქ. 1
გლდანი, ხიზანიშვილის ქ.
აწყურის ქ. 45
მოსაშვილის ქ. 2

სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!


Saturday, December 2, 2017

ახალი ფილიალი ვაკეში




ფილიალზე მუშაობა ზუსტად 2 კვირის და 2 დღის წინ დავიწყეთ. 2 დეკემბერს კი USA2GEORGIA ახალ ფილიალს ხსნის, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, რათქმაუნდა 2 ნომერში. ეს უბრალოდ გამართლებაა!

ვაკის ფილიალი, ისევე როგორც ჩვენი სხვა ფილიალები, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 21:00-მდე იმუშავებს, ხოლო შაბათს 11:00-დან 18:00-მდე. ასევე, ამ ფილიალშიც შესაძლებელია განსაბაჟებელი ამანათების მიღება და ექსპრეს საკურიერო მომსახურებით სარგებლობა.

სასიამოვნო შოპინგს და ბედნიერ დამდეგ ახალ წელს გისურვებთ!

იხილეთ ფილიალის მისამართი Google Map-ზე.


Monday, November 27, 2017

Cyber Monday - ფასდაკლებები გრძელდება!

Cyber Monday - ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა საშოფინგოთ. ამ დღეს გრანდიოზული ფასდაკლებებია მოსალოდნელი ტანსაცმელზე, საჩუქრებზე და ელექტრონიკაზე. რაც მთავარია, ეს აქცია ონლაინ შოფინგისთვისაა.


Friday, November 24, 2017

Black Friday - გრანდიოზული ფასდაკლებების აქციები დაიწყო!

დღეს 24 ნოემბერია, Black Friday! ამერიკაში გრანდიოზული ფასდაკლებები დაიწყო!

ეს ყოველწლიური ფასდაკლების აქციაა, თითქმის ყველა მაღაზიაში. იჩქარეთ, ფასდაკლებები ხშირად ერთ დღიანია.

იშოფინგეთ იაფად USA2GEORGIA-სთან ერთად!

გთავაზობთ რამოდენიმე ცნობილ მაღაზიას:
AMAZON.com
ebay.com
6pm.com
aliexpress.com
forever21.com
oldnavy.com
yoox.com
gap.com
myhabit.com
walmart.com
bidz.com
rockauto.com
victoriassecret.com
asos.com
urbanog.com
zappos.com
carters.com
childrensplace.com
nordstrom.com
hm.com/us
bhphotovideo.com
modnique.com
ideeli.com
jcpenney.com
gilt.com
urbanoutfitters.com

Saturday, November 11, 2017

USA2GEORGIA-ს კიდევ ერთი ფილიალი გლდანში

აქ უამრავი მაღაზიაა, დატვირთული ქუჩები, ლამაზი კაფე-ბარები და პოპულარული შაურმა, თუმცა გადავწყვიტეთ მის გემრიელ სურნელს ცოტა ამერიკული არომატიც შევმატოთ.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 13 ნოემბრიდან ფუნქიონირებას იწყებს USA2GEORGIA-ს კიდევ ერთი ახალი ფილიალი გლდანში.

ფილიალი მდებარეობს ხიზანიშვილის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე - Google Map.

აქ თქვენ თავისუფალი საპარკინგე ადგილი, USA2GEORGIA-ს ხუთი ტერმინალი და უზარმაზარი საწყობი გელოდებათ.

შეგახსენებთ, რომ გლდანის ფილიალი, ისევე როგორც ჩვენი სხვა ფილიალები, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 21:00-მდე იმუშავებს, ხოლო შაბათს 11:00-დან 18:00-მდე. ასევე, ამ ფილიალშიც შესაძლებელია განსაბაჟებელი ამანათების მიღება და ექსპრეს საკურიერო მომსახურებით სარგებლობა.

სასიამოვნო შოფინგს გისურვებთ!




Saturday, November 4, 2017

USA2GEORGIA-ს ახალი ფილიალი ისანში

ზაფხულში ჩატარებულ გამოკითხვას ფილიალების შესახებ, უშედეგოდ არ ჩაუვლია. სწორედ თქვენი აქტივობის შედეგად გამოიკვეთა, რომ ისანი-სამგორის რაიონი ერთ-ერთი მოთხოვნადი იყო მომდევნო ფილიალისთვის.

ვითვალისწინებთ რა თქვენს სურვილს, 6 ნოემბრიდან, ისანში USA2GEORGIA-ს ახალ ფილიალს ვხსნით, რომელიც როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სრულ საფოსტო მომსახურებას გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ ისნის ახალი ფილიალიდან, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენი სხვა ფილიალიდან შეგიძლიათ მიიღოთ განსაბაჟებელი ამანათები და ისარგებლოთ ექსპრეს-საკურიერო მომსახურებით.

კვირის დღეებში ფილიალი იმუშავებს დილის 9:00-დან 21:00-მდე, ხოლო შაბათს 11:00-დან 18:00-მდე.

ფილიალის მისამართია: აწყურის ქ. 45 - Google Map

დაელოდეთ, მომდევნო სასიამონვო სიახლე სულ მალე იქნება!



Thursday, October 26, 2017

კიდევ უფრო მარტივი განბაჟება

საჩუქარია ყოველი დღე, რომელიც დგება და ძვირფასია ყოველი წამი, რომელსაც დაზოგავთ.

30 ოქტომბრიდან, საბაჟო ამანათების მისაღებად 15-30 წუთის ნაცვლად 1 წუთი დაგჭირდებათ. ამისათვის, გასაბაჟებელ ამანათებზე წინასწარ ატვირთეთ ინვოისი. ფილიალში მოსვლისას მომზადებულ დეკლარაციას ოპერატორი გადმოგცემთ, ამანათს კი ტერმინალიდან გაიტანთ.

ასევე, გაცნობებთ, რომ 30 ოქტომბრიდან განსაბაჟებელი ამანათების მიღება ნებისმიერ ფილიალში იქნება შესაძლებელი.

სასიამოვნო შოფინგს გისურვებთ!


Friday, September 1, 2017

ახალი ვებ-გვერდის განახლება

გრძელდება ახალი ვებ-გვერდის დახვეწის პროცესი. დღეს სისტემას დაემატა მენიუ, ეკრანის მარჯვენა ზედა ნაწილში, საიდანაც ნებისმიერ დროს მარტივად გახსნით ტერმინალის შტრიხ-კოდს, შეავსებთ ბალანსს, შეცვლით პარამეტრებს და ა.შ.

დესკტოპ ვერსიაში ეკრანის მარცხენა მხარეს, მენიუს ქვეშ დაემატა რეისების განრიგიც.

შეგახსენებთ, რომ სასურველი ფილიალის გადართვა შეგიძლიათ როგორც პარამეტრებიდან -> ფილიალის პარამეტრები, ასევე ცალკეულ რეისზე, განყოფილებაში “გამოგზავნილი”.

ვებ-გვერდის დახვეწის პროცესი კვლავ გაგრძელდება და მას უახლოეს პერიოდში სხვა დამატებითი ფუნქციებიც დაემატება.

მადლობა ყველას საინტერესო რჩევებისთვის ფეისბუკზე და ელ-ფოსტაზე. სურვილები ფუნქციების დამატებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ კვლავ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე idea@usa2georgia.com.

Sunday, August 27, 2017

USA2GEORGIA-ს ახალი ვებ-გვერდი და განახლებული დიზაინი

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის. დღეს განახლდა USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდი, ახალი დიზაინით!

ვეცადეთ შეგვექმნა მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი, რომელიც წარმატებით იმუშავებდა როგორც კომპიუტერზე, ასევე სმარტფონებზე. უცვლელი დავტოვეთ ნავიგაცია ამანათების მართვის პანელში, რათა წლების განმავლობაში მიჩვეული მომხმარებელი არ დაგვებნია.

ვებ-გვერდის დახვეწის პროცესი მუდმივად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში მას დამატებითი ფუნქციებიც დაემატება.

გთხოვთ კითხვები ან შენიშვნები გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე idea@usa2georgia.com


Sunday, July 30, 2017

საკურიერო მომსახურება ნებისმიერი ფილიალიდან

ვაგრძელებთ მომსახურების გაუმჯობესებას და დღეიდან საკურიერო სერვისით სარგებლობა ჩვენი ნებისმიერი ფილიალიდან იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ USA2GEORGIA-ს ექსპრეს საკურიერო მომსახურება 13:00-მდე გამოძახებულ ამანათებზე სრულდება იმავე დღეს და მომსახურების საფასური 15კგ-მდე ამანათებზე 3 ლარს შეადგენს.


Saturday, July 22, 2017

საბაჟო განყოფილება გადავიდა ახალ მისამართზე

სწრაფი სერვისი, მშვიდი გარემო, განახლებული ინტერიერი და მეტი კომფორტი. სწორედ ეს დაგხვდებათ ვაჟა-ფშაველას ფილიალში.

24 ივლისიდან ამანათების განბაჟებას ქავთარაძის ოფისის ნაცვლად, ვაჟა-ფშაველას ფილიალში შესძლებთ.

შეგახსენებთ, რომ ფილიალთან მარტივია პარკირება, რაც დაგვეთანხმებით დღევანდელ დღეს ნამდვილ ფუფუნებად იქცა.

ფილიალის მისამართი უცვლელია, ვაჟა-ფშაველას გამზ. 91.

Friday, July 7, 2017

საჩუქარი ყველას

ახალი რეალობა იმდენად სწრაფად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარით. დღეს უკვე ვერავის გააკვირვებ უახლესი სპინერით, მოდური ჯინსით ან რაიმე გაჯეტით.

ჩვენ უკვე შეგვიძლია გამოვიწეროთ ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც ინტერნეტში მოვიძიეთ, მოვამზადოთ საჩუქარი საახალწლოდ, დაბადების დღისთვის ან უბრალოდ ისე.

შეგვიძლია გარშემო მყოფებს აღმოვაჩენინოთ მივიწყებული შესაძლებლობები და ვუყიდოთ საყვარელ ადამიანს ტელესკოპი, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდა. ეს არის განცდა ბედნიერების და წამის, რომელიც სხვას ვაჩუქეთ.

USA2GEORGIA ჩვენს ცხოვრებას ალამაზებს და სიხარულს გვანიჭებს მარტივი, თანამედროვე სერვისის საშუალებით. ეს არ არის ფუფუნება, ეს თავისუფლებაა.




Thursday, June 15, 2017

ამანათები მხოლოდ წონით

არსებობს მთელი რიგი მოვლენებისა, რომელთა განვითარებასაც სწორი დრო და ადგილი სჭირდება. მაგალითად, ამ საუკუნის დასაწყისში წარმოუდგენელი იყო მობილურ ინტერნეტზე ფასების შემცირება. თუმცა, შეიცვალა დრო და ბაზარზე შექმნილმა მდგომარეობამ საშუალება მისცა კომპანიებს შეემცირებინათ ფასები და შესაბამისად, გაეზარდათ მოთხოვნაც. იმისთვის, რომ კომპანია განვითარდეს და დროს  ფეხი აუწყოს, საჭიროა საერთო ენა გამონახოს მომხმარებელთან.

გადაგიხდიათ ნივთის ფასი მოცულობითი წონის მიხედვით? დიდი ალბათობით პასუხი დადებითია და იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ  ეს ძალიან ჰგავს რაიმე აკრძალულის ყიდვას, რადგან ამ დროს იხდი იმაზე მეტს, ვიდრე შენაძენი რეალურად ღირს. პრაქტიკაში არსებული მაგალითების გაანალიზების შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ იყო შემთხვევები, როცა ადამიანებს უწევდათ გამოწერილი ნივთის ფასზე მეტი, ჩამოტანის ღირებულება გადაეხადათ. ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით მოცულობით წონაზე და ამიერიდან დავიანგარიშებთ, მხოლოდ ნივთის წონის მიხედვით.

უფრო აშკარა რომ გახდეს, მოცულობითი წონის გაუქმებით ზუსტად რა შეიცვლება, წარმოიდგინეთ, რომ გსურთ გამოიწეროთ 180 სმ სიმაღლის ნაძვის ხე. ძველი დაანგარიშებით მისი ფასი 600 დოლარს შეადგენდა, ხოლო ახლა, ის დაახლოებით ათჯერ უფრო იაფი დაგიჯდებათ. სურვილის შემთხვევაში, წელიწადის ნებისმიერ დროს მოიყვანთ ახალ წელს და შეიქმნით სასიამოვნო განწყობას, ერთი და იმავე წარმატებით გამოიწერთ როგორც მობილურ ტელეფონს, ასევე ბამბუკს თქვენი პანდასთვის (იმ შემთხვევაშიც კი, თუ პანდა საერთოდ არ გყავთ).

სწორედ ეს ცვლილებაა მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ახალი მოვლენა კონკრეტულ დროს და ადგილს საჭიროებს.  მსოფლიო გამოცდილებით, საჰაერო გადაზიდვების ექსპედიტორ კომპანიებთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის დებულებებში გაწერილია, რომ ავია კომპანიებთან თანამშრომლობისას, იხდი მოცულობითი წონის მიხედვით. ჩვენც, როგორც ექსპედიტორ კომპანიას, გვიწევს ამ სტანდარების შესაბამისად ვიმოქმედოთ. თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებელზე მორგებული სერვისები, ამიტომ უარი ვთქვით მოცულობით წონაზე და მოვახდინეთ ეს ცვლილება მხოლოდ საკუთარი რესურსით.

საბოლოოდ, ერთადერთი, რაც მომხმარებლისთვის შეიცვალა, ფასის შემცირებაა. არ დაგვიწესებია ლიმიტები და არც ამანათის მიღების დრო გაზრდილა. შესაბამისად, ბევრად უფრო სასიამოვნო და მარტივი გახდა მომხმარებელთან ურთიერთობა. შევძელით და გამოვნახეთ ის საერთო ენა, რომელზეც მომავალში ვაპირებთ საუბარს და რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ მომსახურებას და რეალურ ტარიფებს გულისხმობს.


Monday, May 22, 2017

მიცკევიჩის ფილიალი გადავიდა 12 საათიან განრიგზე

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მიცკევიჩის ფილიალი დღეიდან 12 საათიანი მუშაობის განრიგზე გადავიდა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ამანათების გატანას შესძლებთ 9:00-დან 21:00-მდე, ხოლოს შაბათს 11:00 დან 18:00-მდე.

შეგახსენებთ, რომ ასეთივე განრიგით მუშაობს ვაჟა-ფშაველას ფილიალიც.

უახლოეს მომავალში კიდევ რამოდენიმე სასიამოვნო სიახლეს გპირდებით.


Thursday, May 18, 2017

მოცულობითი წონა გაუქმდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2017 წლის 17 მაისიდან, USA2GEORGIA-ში მოცულობითი წონა გაუქმდა და ამანათების დაანგარიშება მოხდება მხოლოდ მათი წონის მიხედვით.

აღნიშნული ცვლილება ასევე შეეხო 17 მაისამდე ჩამოსულ ამანათებსაც.

მიუხედავად იმისა, რომ ავია-კომპანიას მოცულობითი წონით დაანგარიშების პრინციპი არ შეუცვლია, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და საჭირო ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ამ ცვლილების განხორციელება.

USA2GEORGIA-ს გუნდი სამომავლოდაც ეცდება გაგახაროთ სასიამოვნო სიახლეებით.

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!


Monday, May 8, 2017

მაისის თვის სამუშაო განრიგი

მოგახსენებთ, რომ გადატვირთული რეისების გამო, 9 და 12 მაისს კომპანიის ოფისები ღია იქნება და შეძლებთ ამანათების გატანას.

26 მაისს ოფისები არ იმუშავებს. ასევე, საკურიერო მომსახურება 9, 12 და 26 მაისს არ იმუშავებს.