USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Friday, April 1, 2016

არომათერაპია USA2GEORGIA-ს ოფისებში

USA2GEORGIA-ს სერვისით სარგებლობა კომფორტულთან ერთად სასიამოვნოც გახდა.

დღეიდან USA2GEORGIA-ში ნატურალური ეთერზეთებით გაჟღენთილი კიდევ უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემო გელით.

ნატურალური ეთერზეთების სასარგებლო თვისებების შესახებ კაცობრიობამ უკვე რამოდენიმე ათასი წელია იცის. ის მოგიხსნით დაღლილობის შეგრძნებას, სტრესს და აგიმაღლებთ იმუნიტეტს.

ჩვენი სურვილია ის რამოდენიმე წუთი, რასაც USA2GEORGIA-ში გაატარებთ, მაქსიმალურად სასიამოვნო და სასარგებლო გახდეს თქვენთვის.

იმედი გვაქვს ნატურალური სურნელი, რომელიც სპეციალურად ჩვენი კომპანიისთვის შეიქმნა, პოზიტიურად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და ის მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.

amazon