USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Monday, November 28, 2016

Cyber Monday - ფასდაკლებები ტექნიკაზე დაიწყო


ფასდაკლებების აქციები გრძელდება, ამჯერად ტექნიკის მოყვარულთათვის.

უამრავი პროდუქცია გაიყიდება დღეს დიდი ფასდაკლებით, ასე, რომ არ გამოტოვოთ ეს შანსი, წელიწადში ასეთი დღე მხოლოდ ერთია!

Friday, November 25, 2016

Black Friday - ფასდაკლებების კვირეული დაიწყო!

ალბათ გსმენიათ Black Friday-ს შესახებ, ეს ნამდვილი დღესასწაულის დღეა ამერიკაში შოფინგისთვის.

რა არის  Black Friday ?
ასეთი მაშტაბური და გრანდიოზული ფასდაკლების აქცია ამერიკაში  პრაქტიკულად არ არის, ის იწყება პარასკევს, 25 ნოემბერს და გაგრძელდება 3 დღე.

უამრავი მაღაზია გამოაცხადებს ამ დღეს ფასდაკლებას, ასე რომ, ყურადღებით იყავით, მოიმარჯვეთ კომპიუტერები და იშოფინგეთ იაფად!

პოპულარულმა Amazon-მა უკვე გამოაცხადა Black Friday-ის კვირეული.



Saturday, July 30, 2016

ავტონომიური კურიერი-რობოტი, ეს უკვე რეალობაა

ჯერ კიდევ შარშან ანონსირებული იდეა დღეს უკვე რეალობად იქცა და კომპანია StarShip Technologies-მა დაიწყო უპილოტო, ავტონომიური რობოტების გამოცდა, რომლებიც ქალაქის ქუჩებში ივლიან და ამანათებს დაარიგებენ.

ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს რამოდენიმე ათეული ასეთი რობოტის გამოცდა. რობოტები საბაზისო ცენტრიდან 3-5 კმ-ის რადიუსით იმოძრავებენ და მიიტანენ ამანათს ადრესატამდე.

გადაუჭრელი რჩება საკითხი, ივლიან თუ არა რობოტები ქუჩაში მანქანებთან ერთად.

რამდენად არის საქართველო მზად ამ სიახლის მისაღებად?

Friday, April 1, 2016

არომათერაპია USA2GEORGIA-ს ოფისებში

USA2GEORGIA-ს სერვისით სარგებლობა კომფორტულთან ერთად სასიამოვნოც გახდა.

დღეიდან USA2GEORGIA-ში ნატურალური ეთერზეთებით გაჟღენთილი კიდევ უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემო გელით.

ნატურალური ეთერზეთების სასარგებლო თვისებების შესახებ კაცობრიობამ უკვე რამოდენიმე ათასი წელია იცის. ის მოგიხსნით დაღლილობის შეგრძნებას, სტრესს და აგიმაღლებთ იმუნიტეტს.

ჩვენი სურვილია ის რამოდენიმე წუთი, რასაც USA2GEORGIA-ში გაატარებთ, მაქსიმალურად სასიამოვნო და სასარგებლო გახდეს თქვენთვის.

იმედი გვაქვს ნატურალური სურნელი, რომელიც სპეციალურად ჩვენი კომპანიისთვის შეიქმნა, პოზიტიურად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და ის მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.