USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Monday, June 29, 2015

VISA და Master Card-ით გადახდები

გაცნობებთ, რომ USA2GEORGIA-ს ექაუნთიდან პლასტიკური ბარათებით გადახდები აღდგენილია.

დამატებით შეგახსენებთ, რომ პლასტიკური ბარათებით გადახდა ასევე შეგიძლიათ ვებ-გვერდებიდან: www.paybox.ge, www.gadaixade.ge, www.ipay.ge, www.mypay.ge, www.pay.gewww.unipay.com


Monday, June 1, 2015

გაზრდილი სამუშაო განრიგი ვაჟა-ფშაველას ფილიალში

როგორც მოგეხსენებათ, ტერმინალები უკვე ყველა ფილიალშია. მისი საშუალებით ამანათის აღების დრო 3-ჯერ ასწრაფდა. გარდა ამისა, ტერმინალებით სარგებლობისას საჭირო აღარ არის პირადობის მოწმობის წარდგენა, ხოლო ამანათის მიღება ნდობით აღჭურვილ პირს მხოლოდ ტერმინალის კოდის საშუალებით შეუძლია.

კიდევ ერთი სიკეთე, რომელიც ტერმინალების დანერგვით მივიღეთ არის გაზრდილი სამუშაო განრიგი ვაჟა-ფშაველას ფილიალში.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2 ივნისიდან ვაჟა-ფშაველას ფილიალში სამუშაო განრიგი იცვლება და ფილიალი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმუშავებს დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, ხოლო შაბათს 11:00-დან 18:00-მდე.  შეგახსენებთ, რომ ფილიალის ცვლილება შეგიძლიათ USA2GEORGIA-ს ექაუნთში, პარამეტრების განყოფილებაში. აღნიშნული ცვლილება ეხება მხოლოდ ვაჟა-ფშაველას ფილიალს.

amazon