USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Monday, January 26, 2015

3 მილიონამდე ამანათი და საკუთარი ZIP კოდი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ უკვე ჩამოვიტანეთ 3 მილიონამდე ამანათი!
მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მომხმარებელს ერთგულებისთვის და თანადგომისთვის!

ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია ამერიკაში USPS ფოსტას და მათ მოგვანიჭეს ახალი, საკუთარი ZIP კოდი: 19726. (ძველი ZIP კოდი 19720 ასევე ჩვეულებრივ ფუნქციონირებს). ახალი ZIP კოდით სარგებლობის შემთხვევაში როგორც მოსალოდნელია, მაღაზიიდან ჩვენს მისამართამდე USPS-ით გამოგზავნილი ამანათების ტრანსპორტირების დრო შემცირდება.

საკუთარი ZIP კოდი ამერიკაში საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და USPS მას მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებს გადასცემს, ასევე კომპანიებს, რომელთა ამანათების ბრუნვა ჩვეულებრივზე საგრძნობლად დიდია. მათ შორისაა: თეთრი სახლი, "Empire State Building", ვოლ-მარტის სათაო ოფისი, "Saks 5th Ave", ამაზონი, ჯენერალ ელექტრიკი და სხვა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ონლაინ მაღაზია ყიდვისას ახალ ზიპ კოდს - 19726 შემოგთავაზებთ, ჩვეულებრივ დაადასტურეთ შეკვეთა.


amazon