USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Wednesday, December 2, 2015

Amazon ჰიბრიდულ დრონს აანონსებს

ახალი დრონი 89კმ/სთ-მდე სიჩქარეს ანვითარებს.

ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგინა, რომელიც ამანათების მომხმარებლებისთვის მიწოდებას შეკვეთიდან 30 წუთის განმავლობაში შესძლებს. დრონი-კურიერი შვეულმფრენის და თვითფრინავის ტექნოლოგიების ერთგვარი ჰიბრიდია, რაც საშუალებას აძლევს მას გადაფრინდეს 24კმ-ზე 89კმ/სთ სიჩქარით.

წინა პროტოტიპისგან განსხვავებით, ახალი მოდელი შედარებით დიდი ზომისაა. ის ხმელეთიდან ვერტიკალურად ფრინდება, შემდეგ კი ჰორიზონტალურად მიფრინავს დანიშნულების პუნქტისკენ. ადგილზე მიფრენისას დრონი ასკანერებს მიმდებარე ტერიტორიას და არჩევს შესაბამის ადგილს დასაჯდომად.