USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Sunday, May 24, 2015

USA2GEORGIA-ს ტერმინალების დადგმა დასრულდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ტერმინალების დადგმა დასრულდა და 25 მაისიდან ახალი მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ ჩვენს ფილიალში იქნება შესაძლებელია

ამ ინოვაციური სერვისის დანერგვით, ამანათების მოლოდინის დრო მომსახურების ოფისებში 3-ჯერ შემცირდა.

კომპანიამ საქართველოში დააპროექტა და დაამზადა თვითმომსახურების ტერმინალები, რომელთაც ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. მათი საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია მარტივად აიღოს ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.

ტერმინალის მუშაობის პრინციპი მარტივია. მომხმარებელს ელ-ფოსტით და SMS-ით ეგზავნება 10 ციფრიანი კოდი, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოს. რამოდენიმე წამში კი ამანათს ტერმინალიდან აიღებს.


კომპანია მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. 
თვითმომსახურების ტერმინალების დანერგვის შედეგად, სერვის-ოპერატორები გაცილებით მეტ დროს დაუთმობენ მომხმარებელზე ზრუნვას, ხოლო ამანათების რეგისტრაციისა და გაცემის რუტინულ პროცესზე USA2GEORGIA-ს ტერმინალები იზრუნებენ.

ტერმინალების დახმარებით, USA2GEORGIA აპირებს გაზარდოს ოფისების სამუშაო დრო, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მომხმარებელთა მომსახურებას.

4 comments:

Karlo Kavtaradze said...

it's like WOW :)

George Akhaladze said...

სასიამოვნოა სიახლეა :)

IraklI Bakuradze said...

identifikacia rogor xdeba? xom sheidzleba vinmes cifrebi "sheeshalos" da "sxvisi" amanati aigos?

GLS Group said...

Irakli პრაქტიკულად გამორიცხულია :)

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com

amazon