Saturday, May 9, 2015

USA2GEORGIA-ს ტერმინალები დიღმის ფილიალში

მოხარული ვართ, რომ USA2GEORGIA-ს ტერმინალებმა ვაჟა-ფშაველას ფილიალში დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს მომხმარებლებს შორის.

დაპირებისამებრ, ტერმინალების დადგმა გრძელდება სხვა ფილიალებშიც და უკვე ორშაბათს, 11 მაისიდან ტერიმალებით სარგებლობა დიღმის ფილიალშიც იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მომსახურების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.

ტერმინალის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ 10 ციფრიან კოდს SMS-ით, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამოდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.