Friday, April 24, 2015

USA2GEORGIA-ს თვითმომსახურების ტერმინალები

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-მ დაიწყო თვითმომსახურების ტერმინალების დანერგვა.

ტერმინალის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ამანათი ფილიალებში, პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.

ტერმინალის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ 10 ციფრიან კოდს SMS-ით, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამოდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.

ორი ასეთი ტერმინალი დღეიდან უკვე ფუნქციონირებს ვაჟა-ფშაველას ფილიალში. უახლოეს მომავალში კი მისი დანერგვა სხვა ფილიალებშიც იგეგმება.

დამატებით იხილეთ ტერმინალით სარგებლობის პირობები ხშირად დასმული კითხვებიდან.