ტერმინალის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ამანათი ფილიალებში, პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.
ტერმინალის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ 10 ციფრიან კოდს SMS-ით, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამოდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.
ორი ასეთი ტერმინალი დღეიდან უკვე ფუნქციონირებს ვაჟა-ფშაველას ფილიალში. უახლოეს მომავალში კი მისი დანერგვა სხვა ფილიალებშიც იგეგმება.
დამატებით იხილეთ ტერმინალით სარგებლობის პირობები ხშირად დასმული კითხვებიდან.
10 comments:
ერთ საინტერესო რჩევას მოგცემთ და თუ გაითვალისწინებთ კარგი იქნება. SMS-კოდთან ერთად ასევე უნდა იყოს შესაძლებელი ახალი უკონტაქტო ელექტრონული პირადობის მიდებით ამანათების მიღება მაგ ტერმინალებიდან. ბევრად გამარტივდება და დაჩქარდეგბა მიღების პროცესი!
გმადლობთ საინტერესო კომენტარისთვის და რჩევისთვის.
მსგავსი მოლაპარაკებები დიდი ხნის წინ დავიწყეთ იუსტიციის სამინისტროში სპეციალისტებთან. ვნახოთ, სამომავლოდ გამორიცხული არაფერია :)
ძალიან მომეწონა სიახლე, ვფიქრობ პირადობის იდეა უფრო უსაფრთო იქნება. გისურვებთ წარმატებებს!
ერთი ასეთი იდეა: რომ შეიქმნას თქვენივე აპლიკაცია მობილური ტელეფონებისათვის (შედარებით გავრცელებული android, iOS). თანხის გადახდისას, აპლიკაციით მიიღებ შტრიხ-კოდს და შემდეგ, პირდაპირ წამკითხავზე მობილურიდან წააკითხებ მიღებულ კოდს.
გადახდის შემდეგ .... გადავიხადე და კოდი სადაა ? SMS არ მოვიდა და არც მეილი. ინტერნეტ ბანკით გადახდებზე არ ვრცელდება ? გადახდის რომელ ფორმაზე ვრცელდება ეგ სერვისი ?
Georgian Minis დღეს ინტერნეტის პრობლემა დაფიქსირდა, რის გამოც გადახდების და შესაბამისად SMS ების გაგზავნის შეფერხება იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე sales@usa2georgia.com რათა დაგეხმაროთ უფრო ზუსტად.
ძალიან მომეწონა ახალი ტერმინალით სარგებლობა, კმაყოფილი დავრჩი.. ასევე თუ სხვისთვის ჩამომაქვს ხოლმე ამანათი ჩემი იქ გასვლა აღარაა საჭირო..
კარგია, usa2georgia-ს ინოვაციები შემოაქვს და მომწონს.
exla mxolod terminalis sashualebit shemidzlia avigo amanati??
Elen, შეგიძლიათ ოპერატორს მიმართოთ დახმარებისთვის, პრობლემა არ არის.
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com