Friday, April 10, 2015

მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში

გაცნობებთ, რომ 1 აპრილიდან, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, დეკლარირებისას ნაკლები თანხის მითითების შემთხვევაში, მომხმარებელი დაჯარიმდება საბაჟოს მიერ. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება: პირველი შემთხვევისას პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების 40%-ით, ხოლო მომდევნო შემთხვევისას 100%-ით.

მაგ.: თუ პროდუქცია ღირს $20, არის მცირე ღირებულების და მომხმარებელი ჩაწერს $25-ს ან სულაც $15-ს, ეს არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს, ხოლო თუ პროდუქცია ღირს 300 ლარზე მეტი, მაგ.: $400 და მომხმარებელი მიუთითებს $30-ს, ამ შემთხვევაში მომხმარებელი დაჯარიმდება. ანუ საბაჟოსთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა არ დაფაროს თანხა თუ პროდუქცია ექვემდებარება განბაჟებას.

ასევე, დაგვიანებით დეკლარირების შემთხვევაში ამანათის მიღება შეფერხდება დეკლარირებიდან 1 კვირით, ხოლო დეკლარირების გარეშე, ამანათის მიღება საერთოდ ვერ მოხდება.