USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Friday, April 24, 2015

USA2GEORGIA-ს თვითმომსახურების ტერმინალები

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-მ დაიწყო თვითმომსახურების ტერმინალების დანერგვა.

ტერმინალის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ამანათი ფილიალებში, პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.

ტერმინალის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ 10 ციფრიან კოდს SMS-ით, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამოდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.

ორი ასეთი ტერმინალი დღეიდან უკვე ფუნქციონირებს ვაჟა-ფშაველას ფილიალში. უახლოეს მომავალში კი მისი დანერგვა სხვა ფილიალებშიც იგეგმება.

დამატებით იხილეთ ტერმინალით სარგებლობის პირობები ხშირად დასმული კითხვებიდან.



Tuesday, April 14, 2015

შოფინგ ბლოგი shop.usa2georgia.com

გაცნობებთ, რომ განახლდა USA2GEORGIRA-ს შოფინგ ბლოგი http://shop.usa2georgia.com

ბლოგზე რეგულარულად განთავსდება ინფორმაცია სხვადასხვა საინტერესო პროდუქტებისა თუ ფასდაკლებების შესახებ.

Friday, April 10, 2015

მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში

გაცნობებთ, რომ 1 აპრილიდან, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, დეკლარირებისას ნაკლები თანხის მითითების შემთხვევაში, მომხმარებელი დაჯარიმდება საბაჟოს მიერ. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება: პირველი შემთხვევისას პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების 40%-ით, ხოლო მომდევნო შემთხვევისას 100%-ით.

მაგ.: თუ პროდუქცია ღირს $20, არის მცირე ღირებულების და მომხმარებელი ჩაწერს $25-ს ან სულაც $15-ს, ეს არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს, ხოლო თუ პროდუქცია ღირს 300 ლარზე მეტი, მაგ.: $400 და მომხმარებელი მიუთითებს $30-ს, ამ შემთხვევაში მომხმარებელი დაჯარიმდება. ანუ საბაჟოსთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა არ დაფაროს თანხა თუ პროდუქცია ექვემდებარება განბაჟებას.

ასევე, დაგვიანებით დეკლარირების შემთხვევაში ამანათის მიღება შეფერხდება დეკლარირებიდან 1 კვირით, ხოლო დეკლარირების გარეშე, ამანათის მიღება საერთოდ ვერ მოხდება.