USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Monday, January 26, 2015

3 მილიონამდე ამანათი და საკუთარი ZIP კოდი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ უკვე ჩამოვიტანეთ 3 მილიონამდე ამანათი!
მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მომხმარებელს ერთგულებისთვის და თანადგომისთვის!

ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია ამერიკაში USPS ფოსტას და მათ მოგვანიჭეს ახალი, საკუთარი ZIP კოდი: 19726. (ძველი ZIP კოდი 19720 ასევე ჩვეულებრივ ფუნქციონირებს). ახალი ZIP კოდით სარგებლობის შემთხვევაში როგორც მოსალოდნელია, მაღაზიიდან ჩვენს მისამართამდე USPS-ით გამოგზავნილი ამანათების ტრანსპორტირების დრო შემცირდება.

საკუთარი ZIP კოდი ამერიკაში საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და USPS მას მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებს გადასცემს, ასევე კომპანიებს, რომელთა ამანათების ბრუნვა ჩვეულებრივზე საგრძნობლად დიდია. მათ შორისაა: თეთრი სახლი, "Empire State Building", ვოლ-მარტის სათაო ოფისი, "Saks 5th Ave", ამაზონი, ჯენერალ ელექტრიკი და სხვა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ონლაინ მაღაზია ყიდვისას ახალ ზიპ კოდს - 19726 შემოგთავაზებთ, ჩვეულებრივ დაადასტურეთ შეკვეთა.


10 comments:

Zvii said...

ანუ შევცვალოთ შვენ შიფინგ მისამართში 19720-დან 19726-ზე ზიპი?

GLS Group said...

სასურველია შეცვალოთ, თუმცა სავალდებულო არ არის. ძველიც მუშაობს.

Avtandil Kikabidze said...

ebay-ზე შევცვალე და ავტომატურად ჩაწერა კოდი 19726-9000
ეს ნორმალურია?

adoré said...

iOS aplikacia gaaketet gtxovt ^_^

Alexandre said...

შესანიშნავი მიღწევაა, გილოცავთ. 3 მილიონი ამანათი 3 წელში გამოდის საშუალოდ 2500 - 3000 ამანათი დღეში. Not bad at all :-)

დარწმუნებული ვარ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება რადგან თქვენი სერვისის პოპულარობა მხოლოდ მატულობს.

GLS Group said...

Avtandil - დიახ, შეგიძლიათ დაადასტუროთ 19726-9000

კახაბერ ჭიჭინაძე said...

გილოცავთ წარმატებას გისურვებთ!

Giorgi Giorgadze said...

gilcoavt da chems tavsac vulocav... მიღებული (100) :)
chven <3 u2g

davit ungiadze said...

საინტერესოა ეს ის usps არ არის რომელსაც დელავერის ოფისში პრობლემები რომ ქონდა და დიდი ხნის მანძილზე რომ ვერ გამოასწორა? რა ეზიპკოდებათ მაგ კაი ხალხ თავის ჩაოხრებულ ორგანიზაციას მიხედონ თორემ თქვენ რა გენაღვლებათ ხუთიანზე გაქვთ აწყობილი საქმე დღეში ორ-სამ და ხანდახან ხუთ რეისს ამანათებს აგზავნით ამერიკიდან

Giorgi said...

davit ungiadze - ალბათ მაგიტომაც მიანიჭეს ახალი ზიპ კოდი, რომ დატვირთვა შეამცირონ. ჩვენი ამანათებით DDOS მოვაწყეთ საწყალ საპოსტო განყოფილებაზე!

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com