USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Wednesday, December 2, 2015

Amazon ჰიბრიდულ დრონს აანონსებს

ახალი დრონი 89კმ/სთ-მდე სიჩქარეს ანვითარებს.

ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგინა, რომელიც ამანათების მომხმარებლებისთვის მიწოდებას შეკვეთიდან 30 წუთის განმავლობაში შესძლებს. დრონი-კურიერი შვეულმფრენის და თვითფრინავის ტექნოლოგიების ერთგვარი ჰიბრიდია, რაც საშუალებას აძლევს მას გადაფრინდეს 24კმ-ზე 89კმ/სთ სიჩქარით.

წინა პროტოტიპისგან განსხვავებით, ახალი მოდელი შედარებით დიდი ზომისაა. ის ხმელეთიდან ვერტიკალურად ფრინდება, შემდეგ კი ჰორიზონტალურად მიფრინავს დანიშნულების პუნქტისკენ. ადგილზე მიფრენისას დრონი ასკანერებს მიმდებარე ტერიტორიას და არჩევს შესაბამის ადგილს დასაჯდომად.

Thursday, July 30, 2015

WiFi USA2GEORGIA-ს ოფისებში

გაცნობებთ, რომ USA2GEORGIA-ს ოფისებში ჩვენი მომხმარებლებისთვის ამოქმედდა უფასო WiFi, დასახელებით: "USA2GEORGIA".

ვფიქრობთ ეს სიახლე განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც სმარტფონებით სარგებლობს, მაგ.: ტერმინალების შტრიხ-კოდის გასახსნელად, მაღაზიის ორდერების სანახავად ან USA2GEORGIA-ს ექაუნთის მართვისათვის.

Thursday, July 23, 2015

ტერმინალებით სარგებლობა გამარტივდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კიდევ უფრო გამარტივდა USA2GEORGIA-ს ტერმინალებით სარგებლობა. 24 ივლისიდან ტერმინალის კოდთან ერთად ასევე მიიღებთ შტრიხ კოდს, რომელიც შეგიძლიათ მობილურიდან პირდაპირ მიანათოთ ტერმინალს და გაიტანოთ ამანათები ტერმინალის კოდის აკრეფვის გარეშე.

Monday, June 29, 2015

VISA და Master Card-ით გადახდები

გაცნობებთ, რომ USA2GEORGIA-ს ექაუნთიდან პლასტიკური ბარათებით გადახდები აღდგენილია.

დამატებით შეგახსენებთ, რომ პლასტიკური ბარათებით გადახდა ასევე შეგიძლიათ ვებ-გვერდებიდან: www.paybox.ge, www.gadaixade.ge, www.ipay.ge, www.mypay.ge, www.pay.gewww.unipay.com


Monday, June 1, 2015

გაზრდილი სამუშაო განრიგი ვაჟა-ფშაველას ფილიალში

როგორც მოგეხსენებათ, ტერმინალები უკვე ყველა ფილიალშია. მისი საშუალებით ამანათის აღების დრო 3-ჯერ ასწრაფდა. გარდა ამისა, ტერმინალებით სარგებლობისას საჭირო აღარ არის პირადობის მოწმობის წარდგენა, ხოლო ამანათის მიღება ნდობით აღჭურვილ პირს მხოლოდ ტერმინალის კოდის საშუალებით შეუძლია.

კიდევ ერთი სიკეთე, რომელიც ტერმინალების დანერგვით მივიღეთ არის გაზრდილი სამუშაო განრიგი ვაჟა-ფშაველას ფილიალში.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2 ივნისიდან ვაჟა-ფშაველას ფილიალში სამუშაო განრიგი იცვლება და ფილიალი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმუშავებს დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, ხოლო შაბათს 11:00-დან 18:00-მდე.  შეგახსენებთ, რომ ფილიალის ცვლილება შეგიძლიათ USA2GEORGIA-ს ექაუნთში, პარამეტრების განყოფილებაში. აღნიშნული ცვლილება ეხება მხოლოდ ვაჟა-ფშაველას ფილიალს.

Sunday, May 24, 2015

USA2GEORGIA-ს ტერმინალების დადგმა დასრულდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ტერმინალების დადგმა დასრულდა და 25 მაისიდან ახალი მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ ჩვენს ფილიალში იქნება შესაძლებელია

ამ ინოვაციური სერვისის დანერგვით, ამანათების მოლოდინის დრო მომსახურების ოფისებში 3-ჯერ შემცირდა.

კომპანიამ საქართველოში დააპროექტა და დაამზადა თვითმომსახურების ტერმინალები, რომელთაც ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. მათი საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია მარტივად აიღოს ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.

ტერმინალის მუშაობის პრინციპი მარტივია. მომხმარებელს ელ-ფოსტით და SMS-ით ეგზავნება 10 ციფრიანი კოდი, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოს. რამოდენიმე წამში კი ამანათს ტერმინალიდან აიღებს.


კომპანია მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. 
თვითმომსახურების ტერმინალების დანერგვის შედეგად, სერვის-ოპერატორები გაცილებით მეტ დროს დაუთმობენ მომხმარებელზე ზრუნვას, ხოლო ამანათების რეგისტრაციისა და გაცემის რუტინულ პროცესზე USA2GEORGIA-ს ტერმინალები იზრუნებენ.

ტერმინალების დახმარებით, USA2GEORGIA აპირებს გაზარდოს ოფისების სამუშაო დრო, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მომხმარებელთა მომსახურებას.

Thursday, May 21, 2015

სიახლე კორპორატიული მომხმარებლებისთვის

დღეიდან კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ ფილიალების მომსახურებით 300 ლარამდე ღირებულების ტვირთის მისაღებად. სასურველი ფილიალის არჩევის შემდეგ მუდმივად შეძლებთ მიიღოთ გზავნილები ფილიალში.

განსაბაჟებელი ტვირთი, შეჩერდება ქავთარაძის სათაო ოფისში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ განაბაჟოთ ტვირთი დისტანციურად და გადაამისამართოთ სასურველ ფილიალში დამატებითი ხარჯების გარეშე.

ჩვენ მაქსიმალურად ვუსმენთ მომხმარებლებს და ვითვალისწინებთ მათ აზრს. სწორედ მომხმარებლების დახმარებით ვაუმჯობესებთ მომსახურებას. დიდ მადლობას მოგახსენებთ რომ გვიზიარებთ თქვენს აზრს და სურვილებს.

დამატებით იხილეთ ამანათის ფილიალში გადამისამართების პირობები

Monday, May 18, 2015

USA2GEORGIA-ს ტერმინალები უკვე მიცკევიჩის ფილიალში

დაპირებისამებრ, ტერმინალების დადგმა გრძელდება სხვა ფილიალებშიც და უკვე დღეიდან, 18 მაისიდან ტერიმალებით სარგებლობა მიცკევიჩის ფილიალშიც იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მომსახურების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.

ტერმინალის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ 10 ციფრიან კოდს SMS-ით, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამოდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.

Saturday, May 9, 2015

USA2GEORGIA-ს ტერმინალები დიღმის ფილიალში

მოხარული ვართ, რომ USA2GEORGIA-ს ტერმინალებმა ვაჟა-ფშაველას ფილიალში დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს მომხმარებლებს შორის.

დაპირებისამებრ, ტერმინალების დადგმა გრძელდება სხვა ფილიალებშიც და უკვე ორშაბათს, 11 მაისიდან ტერიმალებით სარგებლობა დიღმის ფილიალშიც იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მომსახურების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.

ტერმინალის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ 10 ციფრიან კოდს SMS-ით, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამოდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.

Friday, April 24, 2015

USA2GEORGIA-ს თვითმომსახურების ტერმინალები

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-მ დაიწყო თვითმომსახურების ტერმინალების დანერგვა.

ტერმინალის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ამანათი ფილიალებში, პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.

ტერმინალის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ 10 ციფრიან კოდს SMS-ით, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამოდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.

ორი ასეთი ტერმინალი დღეიდან უკვე ფუნქციონირებს ვაჟა-ფშაველას ფილიალში. უახლოეს მომავალში კი მისი დანერგვა სხვა ფილიალებშიც იგეგმება.

დამატებით იხილეთ ტერმინალით სარგებლობის პირობები ხშირად დასმული კითხვებიდან.



Tuesday, April 14, 2015

შოფინგ ბლოგი shop.usa2georgia.com

გაცნობებთ, რომ განახლდა USA2GEORGIRA-ს შოფინგ ბლოგი http://shop.usa2georgia.com

ბლოგზე რეგულარულად განთავსდება ინფორმაცია სხვადასხვა საინტერესო პროდუქტებისა თუ ფასდაკლებების შესახებ.

Friday, April 10, 2015

მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში

გაცნობებთ, რომ 1 აპრილიდან, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, დეკლარირებისას ნაკლები თანხის მითითების შემთხვევაში, მომხმარებელი დაჯარიმდება საბაჟოს მიერ. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება: პირველი შემთხვევისას პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების 40%-ით, ხოლო მომდევნო შემთხვევისას 100%-ით.

მაგ.: თუ პროდუქცია ღირს $20, არის მცირე ღირებულების და მომხმარებელი ჩაწერს $25-ს ან სულაც $15-ს, ეს არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს, ხოლო თუ პროდუქცია ღირს 300 ლარზე მეტი, მაგ.: $400 და მომხმარებელი მიუთითებს $30-ს, ამ შემთხვევაში მომხმარებელი დაჯარიმდება. ანუ საბაჟოსთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა არ დაფაროს თანხა თუ პროდუქცია ექვემდებარება განბაჟებას.

ასევე, დაგვიანებით დეკლარირების შემთხვევაში ამანათის მიღება შეფერხდება დეკლარირებიდან 1 კვირით, ხოლო დეკლარირების გარეშე, ამანათის მიღება საერთოდ ვერ მოხდება.


Monday, January 26, 2015

3 მილიონამდე ამანათი და საკუთარი ZIP კოდი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ უკვე ჩამოვიტანეთ 3 მილიონამდე ამანათი!
მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მომხმარებელს ერთგულებისთვის და თანადგომისთვის!

ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია ამერიკაში USPS ფოსტას და მათ მოგვანიჭეს ახალი, საკუთარი ZIP კოდი: 19726. (ძველი ZIP კოდი 19720 ასევე ჩვეულებრივ ფუნქციონირებს). ახალი ZIP კოდით სარგებლობის შემთხვევაში როგორც მოსალოდნელია, მაღაზიიდან ჩვენს მისამართამდე USPS-ით გამოგზავნილი ამანათების ტრანსპორტირების დრო შემცირდება.

საკუთარი ZIP კოდი ამერიკაში საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და USPS მას მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებს გადასცემს, ასევე კომპანიებს, რომელთა ამანათების ბრუნვა ჩვეულებრივზე საგრძნობლად დიდია. მათ შორისაა: თეთრი სახლი, "Empire State Building", ვოლ-მარტის სათაო ოფისი, "Saks 5th Ave", ამაზონი, ჯენერალ ელექტრიკი და სხვა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ონლაინ მაღაზია ყიდვისას ახალ ზიპ კოდს - 19726 შემოგთავაზებთ, ჩვეულებრივ დაადასტურეთ შეკვეთა.