USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Thursday, October 16, 2014

გაიხსნა USA2GEORGIA-ს ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველაზე

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 17 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს USA2GEORGIA-ს რიგით მე-4 ოფისი თბილისში,  ვაჟა-ფშაველას გამზ. #91-ში.

ვინაიდან პარკირების არარსებობის გამო ქავთარაძის ოფისში მოსვლა საკმაოდ გართულდა, იმედი გვაქვს, ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ძალიან გაახარებს ქავთარაძის ოფისის მომხმარებლებს, რადგან ახალ ფილიალში პარკირება მნიშვნელოვნად გაიოლებულია.

შეგახსენებთ, რომ ფილიალებში შესაძლებელია როგორც ავტომატური გადამისამართების არჩევა, ასევე სათითაოდ, რეისების მიხედვით გადამისამართება.
ამანათების მართვის გვერდზე იხილეთ: პროფაილი - ფილიალის პარამეტრები.
  • ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება უკვე გამოგზავნილ რეისებზე.
  • რეისების მიხედვით გადამისამართება შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
  • დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
  • ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).
იხილეთ ფილიალის რუკა:


amazon