USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Wednesday, September 3, 2014

დისტანციური განბაჟება და ოფისებში გადამისამართება

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-ში დაინერგა ახალი მომსახურება - დისტანციური განბაჟება და ფილიალში გადამისამართება.

ამ მომსახურების საშუალებით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მარტივად, წინასწარ მოახდინოთ განბაჟება, დაზოგოთ დრო და გაიტანოთ ამანათი თქვენთვის სასურველი ოფისიდან.

ამისათვის საჭიროა ამანათების მართვის გვერდზე, განყოფილებაში ჩამოსული დააჭიროთ დისტანტიური განბაჟება და ფილიალში გადამისამართება ღილაკს და მიუთითოთ ამანათის მიღების სასურველი ოფისი.

ქავთარაძის სათაო ოფისში განსაბაჟებელი ამანათის მიღების დროა მოთხოვნიდან 4 სამუშაო საათი, ხოლო ფილიალებში 1 სამუშაო დღე.

ფილიალში ამანათის გადაგზავნის შემდეგ მიიღებთ SMS შეტყობინებას, რის შემდეგაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და გაიტანოთ ამანათი.

გთხოვთ გადაამოწმოთ დეკლარირების სისწორე და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლოთ ახალი მომსახურებით, რათა არ შეფერხდეს ამანათების მიღება.

amazon