Thursday, October 16, 2014

გაიხსნა USA2GEORGIA-ს ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველაზე

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 17 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს USA2GEORGIA-ს რიგით მე-4 ოფისი თბილისში,  ვაჟა-ფშაველას გამზ. #91-ში.

ვინაიდან პარკირების არარსებობის გამო ქავთარაძის ოფისში მოსვლა საკმაოდ გართულდა, იმედი გვაქვს, ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ძალიან გაახარებს ქავთარაძის ოფისის მომხმარებლებს, რადგან ახალ ფილიალში პარკირება მნიშვნელოვნად გაიოლებულია.

შეგახსენებთ, რომ ფილიალებში შესაძლებელია როგორც ავტომატური გადამისამართების არჩევა, ასევე სათითაოდ, რეისების მიხედვით გადამისამართება.
ამანათების მართვის გვერდზე იხილეთ: პროფაილი - ფილიალის პარამეტრები.
  • ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება უკვე გამოგზავნილ რეისებზე.
  • რეისების მიხედვით გადამისამართება შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
  • დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
  • ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).
იხილეთ ფილიალის რუკა:


17 comments:

ubisa said...

ძალიან კარგი იქნებოდა ვარკეთილში გაგეხსნათ, ბევრ უბანს აწყობს და უფრო პრაკთიკულიც იქნებოდა ვაზისუბნის მაცხოვრებლებისთვის ასევე ლილოსა და მოსკოვის პროსექტის წარმომადგენლებს. სამგორიდანაც ვარკეთილი უფრო ახლოს არის და უფრო მოსახერხებელია.

Unknown said...

ზურაბს ვეთანხმები კარგი იქნებოდა ერთი ფილიალი ვარკეთილშიც გაგეხსნათ.

Anonymous said...

კარგი იქნებოდა გაგეხსნათ ქეთევან დედოფლის გამზირზე, თუნდაც 300 არაგველების მეტროსთან სადაც 2 უმაღლესი სასსწავლებელია და უამრავი სტუდენტისთვის იქნებოდა მოსახერხებელი, ამასთანავე მოსახერხებელი იქნებოდა ავლაბრის, ისანის, ორთაჭალის. მოსახლეობისათვის, რაც შეეხება ვაზისუბანს, სამგორს, ვარკეთილს და ლილოს დასახლებებს აქაც საჭიროა ერთი ფილიალის გახსნა ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ.

Unknown said...

ragha isev saburtaloze gaixsna !!!!!!!! ver gavige , samive filiali mandvea !!!!!!!!!
gagexsnat avlabarshi an tavisuflebaze ,isanshi.

კონსტანტინე (კოკა) ვეკუა said...

გლდანსა და ვარკეთილში (ისანი-სამგორის რაიონი) ფილიალების გახსნა ყველაზე საინტერესო იქნებოდა, რადგან ყველაზე მეტი მოსახლე თბილისში ამ ორ რაიონშია

Unknown said...

varketilshi gaxsenit :)))

Unknown said...

ისევ საბურთალოში რა აზრი იყო? გახსენით სადმე ვარკეთილიდან-თავისუფლების მოედნამდე.

Unknown said...

თბილიში უკვე ოთხი USA2GEORGIA-ს ფილიალი გაიხსნა, მაგრამ ეს ფილიალები მდებარეობს, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ერთმანეთთან ახლოს. მე მოხარული ვიქნებოდი და კიდევ სხვა მომხმარებლები, თუ თქვენი ფილიალი გაიხსნებოდა თბილისის სხვა რაიონში, მაგალითად ისანი-სამგორის. ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილზე: ვარკეთილი, სამგორი, ისანი, ორთაჭალა, სამასი არაგველი, ავლაბარი.

Unknown said...

ხომ შეიძლება ტელეფონზე მიპასუხოთ ან მეილზე? იქნებ და რა პრობლემა მაქვს. ღმერთმანი...

USA2GEORGIA said...

Mariam, ტელეფონის ნომერია 2-42-18-18 ქოლ ცენტრი მუშაობს შეფერხების გარეშე. ელ-ფოსტაზე პასუხი მაქსიმუმ 15 წუთში იგზავნება.

Unknown said...

აი ეხლა ზუსტად 10 წუთია ვცდილობ დაკავშირებას და ორივე ნომერზე დაკავებაა. იმეილსაც მოგწერთ კიდევ ერთხელ და რა ვიცი, დაველოდები პასუხს :)

USA2GEORGIA said...

მარიამ, შესაძლოა რაიმე ტექნიკური პრობლემა იყო 5-10 წუთით. ზოგადად ქოლ ცენტრი მუშაობს შეფერხების გარეშე.

Unknown said...

ვაკეში ერთი ფილიაილის გახსნა ურიგო არ იქნება.

Unknown said...

გამოკითხვა ჩაატარეთ და მაგის მიხედვით გახსენით რიგით მესამე ფილიალი საბურთალოზე? :) მგონი თბილისის უბნებზე წარმოდგენა არ გაქვთ და რუკა ხო არ გაჩუქოთ? :დ

USA2GEORGIA said...

David, დიახ 2012-ში გამოკითხვა ჩატარდა. თუ თქვენ გაქვთ იდეა ან გსურთ გვირჩიოთ რაიმე, ამისათვის სპეციალურად გაკეთდა idea@usa2georgia.com და გთხოვთ თქვენი სურვილები აქ გამოგზავნოთ.

ზაზა said...

ერთი ფილიალი პავლოვზე და ერთიც კოსტავაზე არ გაწყენდათ -_- მგონი თბილისის რუკა მართლა გჭირდებათ :))

Unknown said...

ძალიან კარგი იქნებოდა ვარკეთილში გაგეხსნათ,

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com