USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Wednesday, September 3, 2014

დისტანციური განბაჟება და ოფისებში გადამისამართება

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-ში დაინერგა ახალი მომსახურება - დისტანციური განბაჟება და ფილიალში გადამისამართება.

ამ მომსახურების საშუალებით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მარტივად, წინასწარ მოახდინოთ განბაჟება, დაზოგოთ დრო და გაიტანოთ ამანათი თქვენთვის სასურველი ოფისიდან.

ამისათვის საჭიროა ამანათების მართვის გვერდზე, განყოფილებაში ჩამოსული დააჭიროთ დისტანტიური განბაჟება და ფილიალში გადამისამართება ღილაკს და მიუთითოთ ამანათის მიღების სასურველი ოფისი.

ქავთარაძის სათაო ოფისში განსაბაჟებელი ამანათის მიღების დროა მოთხოვნიდან 4 სამუშაო საათი, ხოლო ფილიალებში 1 სამუშაო დღე.

ფილიალში ამანათის გადაგზავნის შემდეგ მიიღებთ SMS შეტყობინებას, რის შემდეგაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და გაიტანოთ ამანათი.

გთხოვთ გადაამოწმოთ დეკლარირების სისწორე და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლოთ ახალი მომსახურებით, რათა არ შეფერხდეს ამანათების მიღება.

10 comments:

Vako said...

განბაჟება ხომ ადგილზევე ხდებადა მაშინ როცა მიხვდიდოდი ფილიალში, ეხლა უფრო გართულდა და მეტი დრო ჭირდება?? თუ არ დავაჭირე მაგ დისტანციური განბაჟების ღილაკს ამ შემთხვევაში რა ხდება ?

GLS Group said...

ანუ იდეა ის არის, რომ განბაჟება წინასწარ მოითხოვოთ ინტერნეტით და სასურველ ოფისში მიბრძანდეთ ამანათის მისაღებად პირდაპირ ოპერატორთან.
1. ზოგავთ დროს და აღარ ელოდებით განბაჟების პროცესს ოფისში
2. განსაბაჟებელი ამანათი შეგიძლიათ აიღოთ ფილიალებშიც

zuradv Architector said...

აქამდე რომ გასანბაჟებელ ნივთს განბაჯების გარეშე ვიღებდით თქვენი ოფისიდან და განბაჟებას კიდე შემდგომ ვიხდიდით? ანუ უფრო გართულდა განბაჯების გადახდის გარეშე ტვირთს ვერ გავიტანთ? :(((

GLS Group said...

zuradv, ყველაფერი იგივენაირად დარჩა. უბრალოდ ადრე მხოლოდ სათაო ოფისიდან ხდებოდა განსაბაჟებელი ამანათების გატანა, ეხლა კი შეგიძლიათ ფილიალებიდანაც გაიტანოთ ამანათი, თან ისე, რომ განბაჟების პროცედურას არ ელოდოთ ოფისში.

zuradv Architector said...

ინვოის როცა ვიხდი იქ ხომ უკვე შესულია საბაჟო დოკუმენტაციის მომზადების თანხა. ანუ რაღა საჭიროა ამ ღილაკის დაჭერა, როცა ექსპრეს კურიერს მოაქვს. ეგ ადრე მასე იყო და ეხლა ართულებთ.
ეს წერილი მომივიდა -- "თქვენი ამანათი საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას,
თქვენ შეგიძლიათ ოფისში მოსვლის გარეშე მოახდინოთ განბაჟება ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. ამ სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა განყოფილებაში "ჩამოსულია" დააჭიროთ "დისტანციური განბაჟების" ღილაკს. ჩვენ განვაბაჟებთ თქვენს ამანათს, ხოლო ექსპრეს კურიერი მოგართმევთ მითითებულ მისამართზე საბაჟო დოკუმენტაციასთან ერთად (ფორმა4)". -- ანუ ჩვენ განვაბაჟებთ თქვენს ამანათს რას ნიშნავს ვეღარ ვხვდები, თანხას ჩემს მაგივრად იხდით?:D განბაჟება ხომ უკვე ბაჟის გადახდას ნიშნავს. საბუთების მომზადებას თუ გულისხმობთ თავშივე ავღნიშნე, რომ მაგ თანხას ინვოისშივე ვიხდი.რატომ არ უნდა იყოს ეს იმის დასტური რომ განბაჟების საბუთის მომზადებაზე თანახმა ვარ და ამას ინვოისის გადახდით ვადასტურებ.
და კიდე ერთი, კურიერით როცა ვაგზავნი ოფისში თავისთავად თქვენთან არ მოვდივარ ხომ? ადრეც ისედაც ხომ მასე იყო კურიერი როცა მოდიოდა ფორმა 4-ს მაძლევდა ამანათთან ერთად, ანუ საბუთები უკვე მზადდებოდა და ოფისში მოსვლაც არ მჭირდებოდა.
ფილიალებს რაც შეეხება, სწორი იქნებოდა ინვოისის გადახდის, რაც დასტური იქნებოდა საბუთების მოზადების. მომხმარებელს კიდე სასურველ ოფისში აეღო ამანათი 4 სამუშაო საათის შემდგომ, რასაც მესიჯით შეატყობინებდით.

GLS Group said...

zuradv - განბაჟება არ ნიშნავს ბაჟის გადახდას. განბაჟება ნიშნავს პროცედურას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.

აქამდე განბაჟება ხდებოდა მხოლოდ სათაო ოფისში მოსვლით ან ექსპრეს კურიერის გამოძახებით.

ახალი მომსახურების საშუალებით შეგიძლიათ განსაბაჟებელი ამანათი აიღოთ ფილიალშიც. რაც ადრე შეუძლებელი იყო.

ასევე, ოფისში მოსვლა და ლოდინის ნაცვლად, შეგიძლიათ მიუთითოთ განბაჟება სათაო ოფისში და მობრძანდეთ უკვე ოპერატორებთან პირდაპირ ამანათის მისაღებად. ამგვარად ზოგავთ დროს.

დამატებითi კითხვებით გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე.

zuradv Architector said...

გასაგებია და ძალიან კარგი მომსახურეობა ვისაც ფილიალებში ამანათის აღება უწევდათ და სათაო ოფისში მიდიოდნენ დოკუმენტების ასაღებად და ლოდინი.
მაგრამ როცა ფილიალში მოდის კაცი განბაჟებული ნივთის ასაღება. სახლიდან გარეთ უნდა გამოვიდეს ჩარიცხოს აპარატზე ინვოისი და დოკუმენტების მომზადების თანხა, შემდგომ ისევ სახლში უნდა ავიდეს და შევიდეს თავის გვერდზე და დაადასტუროს რომ უნდა განბაჟების მომსახურების ჩატარება. ამის შემდგომ უნდა 4 საათში მოვიდეს სასურველ ფილიალში თავისი ნივთის ასაღებად.
მეორე ვარიანტი გარეთ რომ გამოვა და ჩარიცხავს ინვოის რითაც უკვე ადასტურებს რომ სურს განბაჟების დოკუმენტაციის მომზადება,თან გადამისამართება ფილიალში და რაშიც წინასწარ იხდის თანხას. ამის შემდგომ 4 საათში მივა სასურველ ფილიალში და აიღებს თავის ნივთს.
თუ რამით განსხვავდება მეორე მარტივი პროცედურა პირველისაგან თქვით.
ელ-ფოსტას რაც შეეხება ბევრს დააინტერესებს გარკვევა ამ პროცედურაში და ჯობია პირადად არ ვისაუბროთ და საჯაროთ დავწეროთ. მგონი ამ რჩევით ზიანს არ ვაყენებ თქვენს კომპანიას, პირიქით.
დიდიხანია ვსარგებლობ ამ კომპანიით და ძალიან მომწონს.

GLS Group said...

თუ არ გსურთ გარეთ გასვლა, შეგიძლიათ წინასწარ გადაიხადოთ:
1. პლასტიკური ბარათით
2. ონლაინ ბანკინგით
3. Ipay, pay.ge, gadaixade.ge და სხვა მსგავსი საიტებით
4. ბანკში სატელეფონო ბანკინგით

შემდეგ ისარგებლოთ "დისტანციური განბაჟება და ფილიალში გადამისამართების" სერვისით. განბაჟების დასრულების შემდეგ კი მიმართოთ თქვენთვის სასურველ ოფისს. მეტი კომფორტისთვის, განბაჟების დასრულებისას მოგივათ SMS.

Vako said...

ეს პუნქტი განმარტეთ რა:
ქავთარაძის სათაო ოფისში განსაბაჟებელი ამანათის მიღების დროა მოთხოვნიდან 4 სამუშაო საათი.
მოთხოვნაში რა იგულისხმება? განსაბაჟებელი ტვირთიც ხო გამოდის საბაჟოს და თქვენს სათაო ოფისში მოდის? და ყოველგვარი ელექტრონული მოთხოვნის გარეშე რომ მოვიდე ქავთარაძეზე და ადგილზე მოვახდინო განბაჟების დეკლარაციის პროცედურის გავლა ნივთი არ იქნება ადგილზე და 4 საათი ლოდინი მომიწევს? ფილიალში გასაგებია რომ დრო ჭირდება მიტანას, მაგრამ სათავოშ რატომ ჭირდება 4 საათი?

GLS Group said...

Vako, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ოფისში განაბაჟოთ. ანუ დაელოდოთ რიგს და განბაჟების პროცესს, რომელიც რამოდენიმე წუთიდან 15-20 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს.

თუმცა ახალი მომსახურების მიხედვით თქვენ ასევე შეგიძლიათ წინასწარ მოითხოვოთ განბაჟება და შემდეგ ყოველგვარი ლოდინის გარეშე აიღოთ ამანათი ოპერატორებთან.

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com