Thursday, March 20, 2014

შეფერხებები USPS-ზე

როგორც USPS-ის Delaware-ის ოფისიდან გვაცნობეს, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა გარკვეული შეფერხებები ამანათების მიტანასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათი გამანაწილებელი საწყობიდან ჩვენს დელავერის საწყობში ამანათები მოაქვთ დაგვიანებით ან მოაქვთ სულაც მეორე დღეს, მაშინ როცა სისტემაში უკვე USPS-ის საწყობშივე უთითებენ სტატუსს "Delivered".

აღნიშნულის გამო, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამანათები მიტანილია ჩვენს საწყობში, რეალურად კი ეს ასე არ არის.

როგორც USPS-დან გვატყობინებენ, პრობლემა უახლოეს მომავალში უნდა აღმოიფხვრას.