USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Thursday, March 20, 2014

შეფერხებები USPS-ზე

როგორც USPS-ის Delaware-ის ოფისიდან გვაცნობეს, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა გარკვეული შეფერხებები ამანათების მიტანასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათი გამანაწილებელი საწყობიდან ჩვენს დელავერის საწყობში ამანათები მოაქვთ დაგვიანებით ან მოაქვთ სულაც მეორე დღეს, მაშინ როცა სისტემაში უკვე USPS-ის საწყობშივე უთითებენ სტატუსს "Delivered".

აღნიშნულის გამო, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამანათები მიტანილია ჩვენს საწყობში, რეალურად კი ეს ასე არ არის.

როგორც USPS-დან გვატყობინებენ, პრობლემა უახლოეს მომავალში უნდა აღმოიფხვრას.

21 comments:

Anatoli Gvazava said...

მეტი დამაჯერებლობისთვის უკეთესი იქნება თუ აღნიშნულ წერილს საიტზე დადებთ :)

GLS Group said...

ინფორმაციის გადამოწმება შეგიძლიათ დელავერის USPS-ის ოფისში დარეკვით.
წერილებს სახელმწიფო ფოსტა ასე არ არიგებს სამწუხაროდ :)

Alex Ivanov said...

მეც მქონდა გომოწერილი ამანათი და 3-4 დღის წინ ამაზონიდან მომივიდა ასეთი წერილი:
USPS attempted to deliver your package but was unable to leave the package unattended. You can ask USPS to redeliver the package or hold it for pickup at the local post office.
USPS-ის საიტზე შემავსებინეს რაღაც ანკეტა და მეორე დღეს მიიტანეს.

GLS Group said...

არ უნდა არანაირ ანკეტას შევსება.
შაბათობით თუ ვერ დატოვეს, მაშინ იწერება ეს შეტყობინება.

თანათო said...

Delivered
Apr-07-14, 17:58 PM, NEW CASTLE, DE 19720
დავიჯერო ასეთ დეტალურ ინფორმაციასაც იტყუებიან? 8 აპრილის 9:39 PM და ჩემი ამანათი არსად ჩანს კიდევ :(

GLS Group said...

თანათო, ტყუილი არაფერ შუაშია. უბრალოდ ტექნიკური ხარვეზები აქვთ. ძალიან ხშირად წერენ რომ მიტანილია, თუმცა ამანათი რეალურად ფოსტის გამანაწილებელ განყოფილებაშია.

davit ungiadze said...

ვინ დაიჯერებს რომ USPS-მა ტექნიკური პრობლემა ვერ აღმოფხვრა ერთი თვის მანძილზე? ისე ამ ბლოგის აზრს ვერ ვხვდები საერთოდ, რადგან თქვენი მომხმარებლების 90% ხომ დამოუკიდებლად ვერცერთი საიტიდან ვერ შეიძენს რაიმე ნივთს და დამოუკიდებლად ამ ბლოგსაც ვერ ნახავენ, ხოლო ვინც ნახავს, ამას მაინც არ დაიჯერებს, როგორც არ დაიჯერებს იმას რომ კვირაში 5 რეისი მოდის ამერიკიდან თითქოს თბილისი-რუსთავის მარშუტკას ჩამოქონდეს ამანათები

GLS Group said...

Davit, ვინც არ დაიჯერებს, რომ USPS-ში პრობლემებია, დარეკავს USPS-ში და იკითხავს.

ასევე, ვინც არ დაიჯერებს, რომ კვირაში 5 რეისი მოფრინავს ამერიკიდან და ზოგჯერ 12-იც, მივა აეროპორტში და გადაამოწმებს საბუთებს. ნახავს რამდენ ავია რეისზე რამდენი ავია ზედდებულია და ა.შ.

პრობლემა არ არის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ყველაფერი.

Giorgi Chaligava said...

Damoukideblad viwer yvela.saitidan 4 welze metia , ubralod ndobis paqtoria , ali express idan ro viwer zogjer 3 tveshi chamodis zogi seller saertod uqmdeba ) usa2 is momsaxurebit ki sruliad kmayofili var kitxva ar maqvs romelzec pasuxs ver gagcemen ) mravali.chamomtani pirmaa dges dgeobit mara kvirashi 5 dge reisebi da momsaxureobis xarisxit vercerti jobs usa2 s imis da miuxedavad rom sheidzleba pasi wonaze ufro mcirec iyos sadne )

მეო said...

shemtxvevit xom ar icit rodis moagvareben problemas?

GLS Group said...

სამწუხაროდ არა. არის დღეები, რომ კარგად მუშაობენ.

Giorgi Gokadze said...

"შაბათობით თუ ვერ დატოვეს, მაშინ იწერება ეს შეტყობინება." რა მიზეზით ვერ შეიძლება დატოვონ? თქვენი ოფისი შაბათობით არ მუშაობს ამერიკაში? მეც დამეწერა მიტანილიაო შაბათს და ოთახში არ ჩანს...

GLS Group said...

შაბათს არ მუშაობს ამერიკის ოფისი.

Nino Petriashvili said...

მართალია, ხარვეზი იყო, მე ორივე ამანათზე ერთდაიგივე პრობლემა შემექმნა, ანკეტას არ ავსებ, უბრალოდ უდასტურებ მისამართს და პატარ-პატარა წვრილმანს, როგორიცაა "როდის უნდა მიგეღოთ ამანათი?" და "როდის გინდათ რომ მიიღოთ იგი?", ასევე რა ტიპის შეტყობინება და ვისგან. (თუ ზუსტად მახსოვს). მეც შევავსე და არანაირი პრობლემა, პირიქით მეორე დღესვე მიიტანეს.. ამაზონის სერვისცენტრმაც იგივე დაადასტურა, რომ არსებობს შეფერხება და ბოდიშს იხდიან ამის გამო, რამეთუ ამით მათი მომსახურების ხარისხი და იმიჯი ზიანდება.. ისე თემის გარეთ, ხანდახან ვთქვათ წელიწადში 1 ან 2-ჯერ ამ 8$ თუ ოდნავ მაინც მოუცვლით ფეხს კარგი იქნება.. :)

Inco Inco said...

mec damicera shabats ¨delivered 9.39 pm" magram chems misamartze araperi ar misula, ra vqna davelodo? da mogvianebit chamova? tu ra vqna?

alien said...

ესეიგი, გნებავთ დაგვაჯეროთ, რომ ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას აქვს პრობლემები ( ქვეყნისას, სადაც დრო რეალურად ფულია, თითოეული მსგავსი შეცდომა შეიძლება საკმაოდ ძვირი დაუჯდეს, რადგან მომხმარებელი აუცილებლად უჩივლებს და თავისი უფლებების შესაბამისად პროცესსაც მოიგებს) და USA2Georgia თოვლივით წმინდაა? მე მგონია რომ თქვენ სპეციალურად დებთ რამოდენიმე დღის დაგვიანებით საიტზე ამანათებს რადგან შემდეგ შექმნათ სტატისტიკა, თითქოს ამანათი 4 დღეში ჩამოიტანეთ. სანამ წერილის ასლს არ დადებთ მე ვერ დავიჯერებ სხვა რამეს, და უფრო საინტერესო ისაა, რატომ მოგივიდათ წერილი თქვენ და არა მე, USPS ამანათს ჩემ სახელზე გზავნის, შესაბამისად საბოდიშო წერილიც ჩემთვის უნდა გამოეგზავნათ, ან-და მე გამომიგზავნეს და თქვენ გადაიკითხეთ?

GLS Group said...

alien დიახ ასეა. უმსხვილეს კომპანიებსაც აქვთ პრობლემები.
თქვენი თეორია არამართებულია. მაგ ლოგიკით UPS-ს და Fedex-ზეც იქნებოდა პრობლემები. თუ ჩვენი არ გჯერავთ ნება თქვენია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს დელავერის USPS-ის განყოფილებაში და იკითხოს რა ხდება და როგორ. იმასაც გეტყვით, რომ მათ თავიანთი მანქანებიც კი არ ჰყოფნით ხშირად და ტვირთი ნაქირავები სატვირთო მანქანებით მოაქვთ. ხშირად კადრი არ ჰყოფნით და ტვირთს მეორე დღეს აგზავნიან, თუმცა სტატუს "delivered" თავიანთ განყოფილებაში დახარისხებისას ანიჭებენ პროგრამაში. ის ვინც ამერიკაში ცხოვრობს და შეხება ჰქონია USPS-სთან, იცის, რომ ის ერთ-ერთი კარგად ორგანიზებული მაგრამ ასევე საკმაო ხარვეზების მქონე ფოსტაა.

davit ungiadze said...

,,ის ერთ-ერთი კარგად ორგანიზებული მაგრამ ასევე საკმაო ხარვეზების მქონე ფოსტაა'' საოცარი შეფასებაა, სრულად ასახავს რეალობას. მართალია usa2georgia-სნაირი ორგანიზებულობით ვერ გამოირჩევა მაგრამ, მაინც ორგანიზებულია, ბევრი იშრომეს, იწვალეს და მიაღწიეს ამდენს, ალბათ თქვენი ფირმიდანაც მიიწვიეს კონსულტანტები თორემ ვეჭვოდ USPS ამდენს დამოუკიდებლად ვერ გაქაჩავდა

GLS Group said...

დიახ, პერიოდულად იღებენ კონსულტაციებს ჩვენგანაც.
ძალიან მალე საინტერესო ინფორმაციას დავწერთ ბლოგზე.

lali shomakhia said...

გეთანხმებით, რომ პრობლემები უფრო მსხვილ კომპანიებს ექმნებათ, მაგრამ დაუჯერებელია ეს პრობლემა არ აწუხებდეს აშშ-ს მოსახლეობას და შესაბამისად ისინი არ აწუხებდნენ USPS-ს ხელმძღვანელობას (თუმცა UPS-ით გამოგზავნილი ნივთი 3 დღის წინ მივიდა და საიტზე ჯერაც არ ჩანს). არადა მერამდენე თვეა უკვე ეგ პრობლემა არსებობს. აპრილშიც იგივეს მეუბნებოდით რასაც ახლა მეუბნებით. 3-4 დღის წინ მიტანილ ამანათებს მიჩვენებს ტრეკინგ კოდი და ჯერ ასახულა ჩემს მიღებულ ამანათებში. თუ თქვენი ოფისი ვერ აუდის მიტანილი ამანათების აღრიცხვას თქვით პირდაპირ და გაგიგებთ - ადამიანები ვართ ჩვენც.

GLS Group said...

Lali. კონკრეტულად USPS-ს აქვს პრობლემები. სხვა ფოსტები პრაქტიკულად გამართულად მუშაობს. მათ იმდენად სერიოზული პრობლემები აქვთ, ძირითადად დისტრიბუციის მხრივ, რომ საკუთარი მანქანებიც კი აღარ ჰყოფნით და ნაქირავები სატვირთო მანქანებით მოაქვთ ტვირთი ნაწილ-ნაწილ, ზოგჯერ გვიან საღამოს, ზოგჯერ კი სულაც რამოდენიმე დღის დაგვიანებით. USPS-ის გვერდზე კი წერენ სტატუსი "Delivered", რადგან ამას საფოსტო განყოფილებაში დახარისხებისას ანიჴებენ. მოსახლეობას იმდენი ტვირთი არ აქვს რამდენიც ჩვენ. ამიტომ ეს საკითხი მათ ნაკლებად ეხებათ.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა USA2GEORGIA-ს ამანათების ასახვის პრობლემა - მოგახსენებთ, რომ არა. ჩვენთან ამანათების მიღება ხდება მაღალტექნოლოგიური კონვეიერული ხაზების მეშვეობით და ყოველდღიურად ათეული ათასი ამანათის მიღება და დახარისხება შეგვიძლია. მთავარია, რომ ფოსტამ ჩვენამდე ფიზიკურად მოიტანოს ამანათები.

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com