USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Thursday, March 20, 2014

შეფერხებები USPS-ზე

როგორც USPS-ის Delaware-ის ოფისიდან გვაცნობეს, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა გარკვეული შეფერხებები ამანათების მიტანასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათი გამანაწილებელი საწყობიდან ჩვენს დელავერის საწყობში ამანათები მოაქვთ დაგვიანებით ან მოაქვთ სულაც მეორე დღეს, მაშინ როცა სისტემაში უკვე USPS-ის საწყობშივე უთითებენ სტატუსს "Delivered".

აღნიშნულის გამო, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამანათები მიტანილია ჩვენს საწყობში, რეალურად კი ეს ასე არ არის.

როგორც USPS-დან გვატყობინებენ, პრობლემა უახლოეს მომავალში უნდა აღმოიფხვრას.

Thursday, March 13, 2014

ამანათების 90% რეალური წონით

ხშირად გვეკითხებიან თუ როგორ ხდება ტრანსპორტირების წონის დაანგარიშება. პასუხი მარტივია: არსებობს IATA-ს (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია) სტანდარტები, რომელსაც ყველა საერთაშორისო ავია გადამზიდი და ექსპედიტორი კომპანია იცავს კერძოდ:
  • პარკით მიღებული ამანათი - იწონება სასწორით და ითვლება წონით (იგივე რეალური წონა) 
  • ყუთით შემოსული ამანათი - იწონება რეალური (სასწორის) და მოცულობითი (ზომების გამოთვლით, იგივე მოცულობითი/გაბარიტული) წონით. ამ ორი მნიშვნელობის შედარებით, ამანათის წონა იქნება ის, რომელიც აჭარბებს. 
არსებობს ამანათების გადაფუთვის სერვისი. გადაფუთვის გააქტიურების შემდეგ პროდუქცია იგზავნება პარკით და ითვლება მხოლოდ რეალური წონით. შესაბამისად რეალური წონის დათვლისას ყუთის წონა აღარ იანგარიშება და დაითვლება მხოლოდ პროდუქციის წონა.

სტატისტიკის მიხედვით, ამანათების 90% რეალური წონით იწონება.

ეს მომსახურება რომ არ არსებობდეს, ტრანსპორტირების ღირებულება ხშირ შემთხვევაში 3-ჯერ და მეტჯერ ძვირი დაჯდებოდა, რადგან ამერიკაში შემოსული ამანათების აბსოლიტური უმრავლესობა უშველებელი ყუთებით მოდის.

სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით ჩვენ საშუალება გვაქვს გადავფუთოთ თითქმის ყველაფერი, გარდა მსხვრევადი და ელექტრო ტექნიკისა.

ამანათის ზომა-წონა სტიკერზეც შეგიძლიათ იხილოთ:
შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ ეს სტიკერი ამანათს დახარისხების შემდეგ ეკვრება, რათა ზომა/წონის კალკულაცია მომხმარებელთან მაქსიმალურად გამჭვირველე იყოს.
მოცულობითი წონა ითვლება შემდეგი ფორმულით:
სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000.
მაგ.: თუ ყუთი იწონის 3კგ-ს, ხოლო მისი ზომები 40სმ, 60სმ, 30სმ, მაშინ ამ ფორმულის მიხედვით ყუთის მოცულობითი წონა 12კგ-ია. რადგან 12 მეტია 3-ზე, ყუთის წონა შეადგენს 12კგ-ს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მომხმარებელს უფლება აქვს გადაამოწმოს ამანათის ზომა/წონა ოფისში, ხოლო ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში მიიღოს ინვოისის კორექცია მომსახურების პირობების გათვალისწინებით.

მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი რეკომენდაციები, სურვილები, იდეები და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ისინი. ამისათვის გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე idea@usa2georgia.com